"დიახ ის იყო "ავტორიტეტი", მის სახელს ჰქონდა დიდი ძალა" - რას წერს ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე მოკლულ სოსო ჯოხაძეზე

"დიახ ის იყო "ავტორიტეტი", მის სახელს ჰქონდა დიდი ძალა" - რას წერს ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე მოკლულ სოსო ჯოხაძეზე

ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე რამდენიმე დღის წინ  ვაკეში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება, რა დროსაც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის გიორგი ჯოხაძის ძმა, სოსო ჯოხაძე მოკლეს.

"ვაკეში მომხდარი საზარელი მკვლელობა და მის ირგვლივ სოც მედიაში აგორებული ვერსიები და ინსინუაციები ყოველგვარ ზღავრს სცდება.. ამიტომაც ჩავთვალე საჭიროდ, რამდენიმე წინადადებით გამოვეხმაურო. ამ პოსტს ვწერ მათვის, ვისაც ჯერ კიდევ შერჩენია ადამინური გრძნობები და ვისაც გული ჯერ კიდევ თბილი აქვს. სოსო ჯოხაძეს 15 წელზე მეტია ვიცნობ, ამის მიუხედავად სუბიექტური არ ვიქნები შეფასებებში. პირველ რიგში დღეს მოკლეს ორი შვილის მამა, კარგი მეუღლე, კარგი შვილი, კარგი ძმა და რაც მთავარია ძალიან კარგი მეგობარი. ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე რაც ასეთი განხილვის საგანი გახდა.

იყო თუ არა სოსო ჯოხაძე "ავტორიტეტი" ?

მარტივი პასუხი არსებობს - დიახ ის იყო "ავტორიტეტი" მის სახელს ჰქონდა დიდი ძალა და შეულახავი რეპუტაცია, ის უყვარდა ამ ქალაქს და მას უყვარდა ეს ქალაქი.

ბოლო გზაზეც ამ სიყვარულით გააცილებს მთელი თბილისი სოსოს.

აი მაშინ კი მართლა გაიგებთ რეალურად რას ნიშნავს სიტყვა ავტორიტეტი...." - წერს მამალაძე.

ნახეთ: როგორ გადაადგილდება სოსო ჯოხაძის მკვლელი დანაშაულის ჩადენის შემდეგ - ექსკლუზიური კადრები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს