"ტაბულამ" თავისი შოუ ”რესტორანი” რუსებს მიჰყიდა... ცუდია ორმაგი სტანდარტი" - თამარ ჩერგოლეიშვილის პასუხი მწვავე FB-კომენტარებს

"ტაბულამ" თავისი შოუ ”რესტორანი” რუსებს მიჰყიდა... ცუდია ორმაგი სტანდარტი" - თამარ ჩერგოლეიშვილის პასუხი მწვავე FB-კომენტარებს

"თუ "ტაბულამ" მართლა მიჰყიდა თავისი შოუ ”რესტორანი” რუსებს, ძალიან ცუდია", - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი მერაბ აბდალაძე.

ფიზიკოსი "ტაბულას" ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს:

"ცუდია ორმაგი სტანდარტი.

თუ ჭორია, ბოდიშს გიხდით, თუ ჭორი არ არის განმარტებებს ველოდები.

ძალიან მინდა, რომ ჭორი იყოს", - წერს მერაბ აბდალაძე, რომლის პოსტსაც აქტიური გამოხმაურება და იმავე პათოსის კრიტიკული კომენტარები მოჰყვა.

ლევან კვარაცხელია:

"მოკლედ, кухня тв, რომელმაც იყიდა ტაბულას გადაცემა, შედის ჰოლდინგში Ред Медиа. ეს ჰოლდინგი კი, როგორც ვიკიპედიიდან ირკვევა, არის დაარსებული "გაზპრომის" მიერ.

ორმაგი სტანდარტია, როდესაც კლანს აქვს პრეტენზია ამერიკელებისგან მიიღოს დაფინანსება ანტირუსული პროპაგანდისათვის, რასთან დაკავშირებითაც აწარმოებს პიარ-კამპანიას, ხოლო ამის ფონზე და ამავდროულად იღებს ოფიციალურ რუსულ დაფინანსებას (ფაქტიურად გაზპრომისგან).

ასევე ორმაგი სტანდარტია, როცა ზემოთ აღნიშნულის ფონზე რუსულ პროპაგანდასვე ეყრდნობა, როცა ხაზს უსვამს საპირისპირო კლანის "შეცდომებს", რასაც წარსულში ღიად, ხოლო ახალი მოცემულობით იმ შაბლონურად მოლაყბე პოლიტიკოსების პირით გვამცნობს, რომლებიც მათი წარმომადგენლები არიან და წესით იგივე "შეცდომების" გამტარებლები უნდა იყვნენ, როცა სახელმწიფოს მართვის სადავეებს ჩაიბარებენ გამომდინარე მათი საპატიო ადგილისა ძირითად საარჩევნო სიაში".

პოსტსა და კრიტიკულ კომენტარებს "ტაბულას" დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმაურება, რომელიც აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს:

"მერაბ ძიძიგურთან ერთად ლიანდაგებზე არ წოლილხარ - ბლოკადაში არ მოგიქცევია რუსეთი?

რუსი ტურისტების ცემის მოწოდებით არ გამოსულხარ ჯერ?

ქოცი ნაცების თავშეყრა...

მიშასთვის ჯიხადი არ

მოგიწყიათ, მილიონები რომ

ხარჯა პიკის შესაქმნელად? თან თავისი კი არა - თქვენი

მერაბ - ტურიზმი ექსპორტია, გამარკვიე რატომ არ აპროტესტებ რუსეთთან უვიზო მიმოსვლას :) რა ორმაგი სტანდარტია!

მოკლედ, ორმაგ სტანდარტში დადანაშაულებამდე, მე ველოდები შენგან, მერაბ, "ტაბულას" ერთ განცხადებას, სადაც რუსეთში ექსპორტის აკრძალვას ვითხოვთ.

რაც შეეხება აქ შეკრებილ სექტანტებს - მათი ენა მე არ მესმის, ჩემი - მაგათ და რაღა დაგიმალო, საერთოდ არ ვწუხვარ ამაზე :)

ორმაგ სტანდარტზე ვინც საუბრობს, ყველასგან ველი მტკიცებულებას, რომ ისინი აპროტესტებდნენ:

1) მიშა სააკაშვილის მიერ უვიზო რეჟიმის გამოცხადებას რუსეთთან 2010 წელს.

2) ყველა ბიზნეს ტრანზაქციას, რომელიც მიშა სააკაშვილის დროს რუსეთთან შედგა.

3) ნაციონალური მოძრაობის პროგრამას, სადაც არცერთი სიტყვა არ არის ნათქვამი იმაზე, რომ რუსეთს ბაზარი უნდა ჩავუკეტოთ - პირიქით, ლიბერალიზაციაზეა მთელი პროგრამა აწყობილი.

თუ ვერ წარმომიდგენთ თქვენი პროტესტის დამადასტურებელ მტკიცებულებებს - ხმა ჩაიგდეთ :)

რაც შეეხება "ტაბულას" - "ტაბულა" ყოველთვის გააპროტესტებს რუსეთისთვის ბერკეტის მიცემას, რომ რაიმე ტიპის უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე, ან ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე.

ამავდროულად, "ტაბულა" ყოველთვის დარჩება თავისუფალი ბაზრის მომხრედ და სწორედ ამიტომ უჭერს მხარს "ნაციონალურ მოძრაობას".

მოგვიანებით თამარ ჩერგოლეიშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე თემას ცალკე პოსტიც მიუძღვნა:

"რამდენიმე შეშლილი ბობოქრობს, სავარაუდოდ იმ წრიდან - თავის დროზე ლიანდაგებზე რომ გაიშხლართნენ, რუსეთს ბლოკადა უნდა მოვუწყოთო.

შფოთვის მიზეზად ასახელებენ, რომ ტაბულას ორმაგი სტანდარტი აქვს, ტელეპროდუქტი რუსეთში გაყიდაო.

(პირველი ქართული სატელევიზიო რეალითი შოუა, რომელიც უცხოურ ბაზარზე გაიყიდა და ძალიან გვიხარია)

არასოდეს, ჩემი ცხოვრების არცერთ მონაკვეთში არ მიფიქრია, რომ რუსეთში ექსპორტი უნდა აიკრძალოს, ან რუსეთიდან ტურიზმი დაიბლოკოს.

უფრო მეტიც, არათუ მე არ ჩამითვლია ეს საჭიროდ, არამედ არც იმ პოლიტიკურ გუნდს მიუჩნევია რუსეთში ექსპორტის აკრძალვა მართებულად, რომელსაც მე ამ არჩევნებში მხარს დავუჭერ.

კიდევ უფრო მეტი - იდიოტად მივიჩნევ ყველას, ვინც თვლის, რომ საქართველომ ბაზარი უნდა ჩაკეტოს რუსეთისთვის.

ორმაგ სტანდარტზე საუბრისას, გთხოვთ წარმოადგინოთ ტაბულას, ჩემი, ან ტაბულას რომელიმე წარმომადგენლის ის განცხადებები, სადაც რუსეთში ექსპორტის აკრძალვას ვითხოვთ, ან რუსეთიდან ტურიზმის დაბლოკვას (ესეც ერთგვარი ექსპორტია).

ტაბულა წინააღმდეგია რუსეთს ხელში ჩავუგდოთ იარაღი, რომლითაც ჩვენს უსაფრთხოებას შეარყევს, ამასთან დაკავშირებით ყოველთვის მყარი პოზიცია გვექნება.

მაგრამ არასოდეს, არცერთ ეტაპზე არ დაუჭერს მხარს რუსეთში ექსპორტის აკრძალვას, ან რუსეთიდან ტურიზმის დაბლოკვას.

ზოგადად, არაფერს დაუჭერს მხარს, რაც ამ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუარესებს", - წერს ჩერგოლეიშვილი.

კრიტიკული კომენტარები ჩერგოლეიშვილის პოსტს მის გვერდზეც მოჰყვა:

გიორგი ლომინაძე:

და იმპორტი? გაზის იმპორტი, მაგალითად. თუ ექსპორტი კაია და იმპორტი - ცუდი?

თამარ ჩერგოლეიშვილი:

იმპორტი ცუდია-მეთქი, სად ვთქვი?

რაც შეეხება ენერგოუსაფრთხოებას, ბუნებრივია წინააღმდეგი ვარ, საქართველოს ენერგეტიკა რაიმე ფორმით გახდეს დამოკიდებული რუსეთზე.

გიორგი ლომინაძე:

ნებისმიერი სავაჭრო ურთიერთობა დამოკიდებულს გხდის სავაჭრო პარტნიორზე.

თამარ ჩერგოლეიშვილი:

არა, არანაირად არ მხდის რუსეთზე დამოკიდებულს ის, რომ ჩემი პროდუქტი მივყიდე.

არცერთი ნორმალური ბიზნესმენი არ გაიხდის თავს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულს, შეეცდება რომ დივერსიფიცირებული ჰქონდეს შემოსავლის წყაროები.

გიორგი ლომინაძე:

შენ იმას არ ითხოვდი, რომ მომხმარებელს არჩევანის საშუალება ჰქონოდა გაზის სხვადასხვა მომწოდებლებს შორის - შენ გაზპრომთან მოლაპარაკების შეჩერებას ითხოვდი.

არც დასავლეთის მიერ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას უჭერ მხარს?

თამარ ჩერგოლეიშვილი:

რასაკვირველია - კი. ყველაფერს მხარს ვუჭერ, რაც რეჟიმს მოარყევს.

გიორგი ლომინაძე:

ეს პასუხი დიამეტრულ წინააღმდეგობაში მოდის შენსავე სტატუსთან, ანუ, ოქსიმორონულ პოზიციაში იმყოფები.

თამარ ჩერგოლეიშვილი:

არა, შენ გიჭირს აზროვნება და ვერ ხვდები, რომ ჩემ შოუს მივყიდი თუ არა რუსებს, რეჟიმთან არანაირ კავშირში არ არის.

აი ოლიგარქების საბანკო ანგარიშების გაყინვა - კი.

გიორგი ლომინაძე:

ჯერ ერთი, არავინ იცის, სად მთავრდება რუსეთში პატიოსანი ბიზნესი და სად იწყება კრონიისტული ოლიგარქია. მერე, მე ოლიგარქების საბანკო ანგარიშების გაყინვაზე არაფერი მიკითხავს - მე ეკონომიკურ სანქციებზე გკითხე.

მოკლედ, ან თავისუფალ ბაზარს უნდა უჭერდე მხარს, ან - ეტატისტურ-იმპერიალისტურ ეკონომიკურ სანქციებს. ეგრე არ არის, რა, როცა შენს ბიზნესს აწყობს, მარტო მაშინ რომ ხდები თავისუფალი ბაზრის აპოლოგეტი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს