"ჩემს ადგილას და ჩემს ადამიანებთან მოვხვდი" - ირაკლი ალასანიას ოჯახი გორში "გადასახლდა"

"ჩემს ადგილას და ჩემს ადამიანებთან მოვხვდი" - ირაკლი ალასანიას ოჯახი გორში "გადასახლდა"

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია გორში მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს. როგორც ჩანს, წინასაარჩევნოდ ალასანიების ოჯახი სწორედ გორში გადასახლდა და საკმაოდ კომფორტულადაც მოეწყო. გორში გადაღებულ ფოტოებს "ფეისბუქზე" ნათია ფანჯიკიძე აქვეყნებს.

"გორში უმშვენიერეს სახლში დავსახლდით უკარგეს ოჯახში. სახლის ერთერთი მეპატრონე პატარა ბიჭია, პიანისტი, სტიქაროსანი. სრულიად ნატიფი განვითარების, მისი სამყარო სავსეა მუსიკით, ღმერთით და ჩიტებით. ბევრი ქათქათა და რამდენიმე სხვა ფერის მტრედები ყავს, ეს ერთერთი მთავარი ნიშანია, რომ ჩემს ადგილას და ჩემს ადამიანებთან მოვხვდი. გუშინ სტუმრები გვყავდა და მტრედები ხალხმრავლობისგან რომ არ დამფრთხალიყვნენ, გალიაში დავტოვეთ. წყნარ დღეს გადავიღებ მათთან ფოტოებს. მანამდე, მიწის ნაკუწი რომ დავინახე, ჩემმა მანიამ იმძლავრა, წამოვიღე თბილისიდან ასტრები და ისეთი ნაბიჯით მივქრივარ ყვავილების დასარგავად, რა კარგია, ამ დროს გვერდიდან რომ შეხედავ შენს თავს, როგორ გაკლია, ტვინში გახალისებული ჩიტები მიმაფრენენ. კიდევ უფრო კარგია, თანამოაზრეები რომ გამოგიჩნდებიან, უძვირფასესი ლექსო მეხმარება. ჩემი თავისთვის გვერდიდან უსაყვარლესმა თამარმა შემახედა ტელეფოტოთი", - წერს ფანჯიკიძე ფოტოების კომენტირებისას.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს