ვინ არის ჩოხაში გამოწყობილი ბიჭი, რომლის ფოტოც ქართულ ინტერნეტს იპყრობს

ვინ არის ჩოხაში გამოწყობილი ბიჭი, რომლის ფოტოც ქართულ ინტერნეტს იპყრობს

სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს "მისტერ პლანეტა 2016"-ის კონკურსანტ ლევან გუგუშვილის ფოტო, რომელზეც ის ქართულ ჩოხაშია გამოწყობილი. ფოტოს 1700-ზე მეტი მოწონება და უამრავი გაზიარება აქვს.

"ნეტა სულიც ისევე ვაჟკაცური აქვს, როგორც იერი? ნეტავ ასე იყოს, მეამაყება"

"როგორ უხდება სამოსს"

"ნამეტანი კაია"

"ნამდვილია?"

"ამას სამივე გოგოს მივათხოვებ", - წერენ ინტერნეტ-მომხმარებლები.

როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ლევანს შეყვარებული ჰყავს, ლიზი წიგნაძე...

24 წლის ლევან გუგუშვილი წელს ბათუმში გამართული სილამაზის კონკურსის მონაწილე გახლდათ. "მისტერ და მის პლანეტა 2016" ბათუმში პირველად ჩატარდა. ღონისძიება მუსიკალურ ცენტრში გაიმართა. კონკურსში 35 ქვეყანა მონაწილეობდა. "მის პლანეტას" ტიტული 20 წლის ბულგარელმა გოგონამ მოიპოვა, "მისტერ პლანეტა 2016" კი აზერბაიჯანელი ჯოზეფ ჯაფარი გახდა.

კონკურსში საქართველოს სახელით თამუნა ჯიშკარიანი მონაწილეობდა, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა.

იხილეთ ასევე: ვინ მოიპოვა პლანეტის ყველაზე ლამაზი ადამიანის ტიტული - კადრები ბათუმიდან, სადაც "მისტერ და მის პლანეტა 2016" აირჩიეს

ინგა გრიგოლია TV "პირველის" დირექტორის პოსტს ტოვებს - "ჩემი საქმიანი და ოჯახური ინტერესები ძალიან შეეჯახა ერთმანეთს"

"ზაფხულის ეფექტი არ აღმოჩნდა განმსაზღვრელი ეპიდემიის მიმდინარეობაში" - რას წერს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი და რას ურჩევს ქართველებს

"შიგნით შესვლის მერე დაუცვიათ დისტანცია, "არაა სანერვიულო" - ხალხმრავლობა "ფაბრიკასთან", დისტანციის გარეშე