"ვიძინებ, შენ გხედავ და ასე მინდა იყოს სულ" - სოფო ნიჟარაძის ემოციური პოსტი დედას და ოჯახური ალბომი

"ვიძინებ, შენ გხედავ და ასე მინდა იყოს სულ" - სოფო ნიჟარაძის ემოციური პოსტი დედას და ოჯახური ალბომი

მომღერალი სოფო ნიჟარაძის დედა, ქეთი ნიკოლაიშვილი დღეს იუბილარია. მომღერალი დედას იუბილეს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ულოცავს, მეგობრები კი იუბილარის ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებენ.

"დედი, შენ ხარ ჩემი ყველაფერი, ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, ჩემთვის სტიმულის მომცემი, გამამხნევებელი, მუდამ გვერდით მდგომი, ყველაფერში და ყოველთვის ჩემი მხარდამჭერი, ჩემი სიყვარული, გული, სული. ვიღვიძებ, პირველი გირეკავ, დამცინი ხოლმე, რა გინდა, რას გადამეკიდეო? შენი შეყვარებული ვარო? სადღაც მიდიხარ და ვნერვიულობ, ასჯერ გირეკავ, მაგაზეც დამცინი, შენ ხარ ჩემი შვილი თუ მე შენიო? ვიძინებ, შენ გხედავ და ასე მინდა იყოს სულ, მუდამ გვერდით მყავდე და გიხაროდეს ჩემი, იკას, გიგულის, იოს ყოველი წამი, იზიარებდე ჩვენთან ერთად და სულ ღიმილი, რომელიც ძალიან გიხდება, გქონდეს სახეზე! მიყვარხარ ძალიან, ბედნიერი იყავი, ჯანმრთელი, გახარებული! გილოცავ დაბადების დღეს".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს