"როდის მოვეშვებით ამ საბჭოურ გიგანტომანიას ამ ერთი ბეწო ღარიბ ქვეყანაში?" - ნინო კუზანოვა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის შესახებ

"როდის მოვეშვებით ამ საბჭოურ გიგანტომანიას ამ ერთი ბეწო ღარიბ ქვეყანაში?" - ნინო კუზანოვა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის შესახებ

კარდიოლოგი ნინო ნადირაძე-კუზანოვა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის გაშენების პროექტის შესახებ წერს:

"ბოროტი უნდა იყო, რომ არ მოგეწონოს ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის გაშენების პროექტი, მაგრამ საჭიროა კი ასეთი მეგაპროექტები ქვეყნისათვის, სადაც ამდენი პრობლემაა? ამ თანხით არ ჯობს, არსებული, ისედაც უამრავი სასწავლო დაწესებულება დავხვეწოთ, ავამაღლოთ პედაგოგთა კვალიფიკაცია, გავზარდოთ განათლების დაფინანსება, მეტი ყურადღება დაეთმოს პროფესიულ განათლებას! თან მაინტერესებს, სად დასაქმდება ყოველწლიურად 60 000 კურსდამთავრებული? როდის მოვეშვებით ამ საბჭოურ გიგანტომანიას ამ ერთი ბეწო ღარიბ ქვეყანაში?", - წერს ნადირაძე. პოსტს აქტიური გამოხმაურება აქვს:

ია ფარულავა:

განათლების სისტემაში დიდი თანხები უნდა ჩაიდოსო და დებს რა გინდა

ნინო ნადირაძე-კუზანოვა:

სისტემაში და არა შენობაში

ნიკა გვარამია:

60 ათასი კურსდამთავრებული ამერიკის 5 წამყვან ტექნიკურ უნის არ ყავს ჯამში

ზაზა ცოტნიაშვილი:

ნინო, ეს კომპლექსი იმუშავებს მთელ რეგიონზე, უცხოელი სტუდენტებისა და პროფესორების მოზიდვაზე, მათი დასაქმების ადგილი უნდა იყოს მსოფლიო, კუსრდამთავრებული რეალურ განათლებას მიიღებს, მე წარმომიდგენია, რომ როგორც სხვა ცნობილ უნივერსიტეტებში ჩადიან მთელი მსოფლიოდან ასეთი ვითარება უნდა შეიქმნას აქაც... განათლების ექსპორტი უნდა შევძლოთ...

ნინო ნადირაძე-კუზანოვა:

ზაზა ღმერთმა გისმინოს, თუ მასე იქნება! მაგრამ მე ამაში დიიიიდი ეჭვი მეპარება და, სამწუხაროდ, როგორც ჩემი გამოცდილება მაჩვენებს, იშვიათად ვცდები

"მოკლეები და კოტიტა, ბოროტი ხალხი დაისვენებთ" - რამ გაანაწყენა ალექსანდრა პაიჭაძე, რომელიც "ფეისბუქგვერდებს" დახურვით ემუქრება

"ამაზრზენია, სასიკვდილოდ გაიმეტო 24 წლის ბიჭი, რომელმაც ნიღბის გაკეთება მოთხოვა" - რას წერს ნინო კუზანოვა "ვივამედში" მომხდარ ინციდენტზე

"დღევანდელი საქციელისთვის კი გულწრფელი მადლობა!" - პაატა ბურჭულაძე კახა კალაძეს მიმართავს