"ქუთაისში ათასობით ხე გაიჩეხება და მმართველ ძალასთან დაახლოებული გრუზინები იქ სახლებს, სასტუმროებს და კაზინოებს ააშენებენ"

"ქუთაისში ათასობით ხე გაიჩეხება და მმართველ ძალასთან დაახლოებული გრუზინები იქ სახლებს, სასტუმროებს და კაზინოებს ააშენებენ"

ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის გაშენების პროექტის შესახებ წერს:

"არ აშენდება ეგ უნივერსიტეტი, გამორიცხულია. 60 ათასი სტუდენტი სწავლობს ჰარვარდში, კოლუმბიასა და მასაჩუსეტსში ერთად აღებული. თუ უნივერსიტეტზე და სწავლაზეა ლაპარაკი, ამას ერთი მილიარდი ევრო კიარა, ორი ბილ გეიტსის კაპიტალი არ ეყოფა. თუ გვინდა სანატორიუმი და ბავშვებმა რომ ხანდახან "ბუჩქებში ისეირნონ", ეს სხვაა ;)

ძალიან მალე გავიგებთ: არ გვეგონა, ვიჩქარეთო... პრინციპში, უმრავლესობას მაინც არ სჯერა და იმედგაცრუებაც დიდი არ იქნება, იციან ეს პიარტექნოლოგებმა. ძალიან მცირე ნაწილმა დაიჯერა და სწორედ მათზეა გათვლილი. ახლა პირში ენის ორჯერ გალაღლაღებად არა ღირს? ;) პარტიულ აქტივისტებს ხომ საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს, რისა სჯერათ. მაგათ დედები რომ მოუხნან, იტყვიან, სექსი კარგია, წელს ქვემოთ სისხლის მიმოქცევა გაუუმჯობესესო; რომ არ მოუხნან, მაშინ - დედის ასაკს გაუფრთხილდნენო :))) მათი სათვალავში აღებაც არავის აინტერესებს.

სამაგიეროდ, რაც უნდა დავიჯეროთ, არის ის, რომ ქუთაისში ნაკრძალი, ათასობით ხე გაიჩეხება. შემდეგ ამ სტატუსდაკარგულ ტერიტორიას, რომელიც ტყის ფონდიდან უკვე ამოიღეს ამ "საქვეყნო საქმისთვის", ყველა მმართველ ძალასთან დაახლოებული გრუზინები დაეპატრონებიან და იქ სახლებს, სასტუმროებს და კაზინოებს ააშენებენ. ასე რომ, უნივერსიტეტი კიარა, ისა სჯობს, ახლავე ოფიციანტებისა და კრუპიეების მომზადების ცენტრი ააშენოთ სადმე მანდ. ეს ნამდვილად დაგვჭირდება. ხანდახან შეიძლება უცხოეთიდან ჩამოსული პროფესორებიც მივიდნენ იქ:

"ველქამ, გენაცვალე!"

იყო ასეთი, რუსეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ჩერნომირდინი. მას ეკუთვნის უკვდავი ფრაზა, აი, ჩვენნაირ ქვეყნებს რომ ზედ აკვდება:

Хотели как лучше, а получилось как всегда!".

იხილეთ ასევე: "როდის მოვეშვებით ამ საბჭოურ გიგანტომანიას ამ ერთი ბეწო ღარიბ ქვეყანაში?" - ნინო კუზანოვა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის შესახებ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს