"დაგვდევდა ფოტოზე ასახული წითელი მანქანა" - ნათია ფანჯიკიძეს უთვალთვალებენ?

"დაგვდევდა ფოტოზე ასახული წითელი მანქანა" - ნათია ფანჯიკიძეს უთვალთვალებენ?

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ რამდენიმე დღეა უთვალთვალებენ. გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ალასანიას მეუღლე პრემიერ კვირიკაშვილს მიმართავს და ითხოვს პასუხს იმაზე, თუ ვინ და რატომ დაინტერესდა მისი პერსონით:

"დილა მშვიდობის საქართველო. გუშინ საღამოს სამ მეგობართან ერთად ვიყავი კაფეში. მათგან ორი თავისუფალი დემოკრატების წევრია, ორიდან ერთ-ერთი კი ისნის მაჟორიტარი. ალბათ სხვა დროსაც მდევნიან, მაგრამ თავს არ მამჩნევინებენ, ან მე ვარ უყურადღებო. ამ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, თავი ძალით შემამჩნევინეს, ალბათ გვაგრძნობინეს, რომ ეშმაკს არ სძინავს. დაგვდევდა ფოტოზე ასახული წითელი მანქანა, ორი კაცი იჯდა, წრეც დაგვარტყეს ჩემს სახლთან, გაგრძელებული დამშვიდობების საუბარში გართულებს, გამჭრიახი მზერით დაგვაკვირდნენ და მოშორებით დადგნენ იმ შავ მანქანასთან, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩვენმა მეგობარმა დააფიქსირა ფოტოზე, გორში მიმავალ ირაკლის რომ მისდევდა. მოკლედ, სახლთან უკვე შეიძლება ითქვას, ალყაში ვიყავით.

ცხადია, ისევე არაფერი გაირკვევა, როგორც კამერებით სავსე სოლოლაკის ქუჩაზე ვერ გამოიძიეს, ვინ იყო ჩემს სახლში შემძვრალი პირი დაახლოებით ერთი წლის წინ, რომელსაც მივუსწარი, სახლში შიგნიდან ჩაკეტილს, მაგრამ მაინც მინდა მოვითხოვო პასუხი პრემიერ კვირიკაშვილისგან, რატომ და რა უფლებით დამყვებიან? საშიში პირი ვარ, ტერორიზმში ვარ ეჭვმიტანილი, თუ რა ოფიციალური საფუძველი აქვთ, მდიონ, ხარჯონ სახელმწიფო რესურსი? ფოტო უხარისხოა, მაგრამ ნომრები იკითხება" - წერს ფანჯიკიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს