დღის ფოტო დატბორილი ბათუმიდან: "ვენეციისგან დიდად არ განსხვავდება..."

დღის ფოტო დატბორილი ბათუმიდან: "ვენეციისგან დიდად არ განსხვავდება..."

ბათუმში დილიდან გადაუღებლად წვიმს. ზღვისპირა ქალაქში უხვმა ნალექმა ტრადიციულად პრობლემები შექმნა - ხიმშიაშვილის, ინასარიძის, ბაგრატიონის, აღმაშენებლის და ჭაობის დასახლების თითქმის ყველა ქუჩა ნაწილობრივ დატბორილია. როგორც ცენტრალურ, ასევე "ჭაობის დასახლების" ქუჩებში გადაადგილება გართულებულია. წყლის სიმაღლე ზოგიერთ უბანში 30-40 სანტიმეტრამდე აღწევს. წვიმის შედეგად დაგროვილმა წყალმა ზოგიერთი სარდაფი და პირველ სართულზე არსებული რამდენიმე ოფისი დატბორა.

ფეისბუქის გვერდზე ბათუმი / Batumi ვრცელდება ფოტო ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩიდან. ფოტოზე, რომელიც BSMA Students ეკუთვნის, ასახულია ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც წყლისგან თავის დასაღწევად გაჩერებაზე სკამზე დგას. ფოტოს ახლავს წარწერა: "საზღვაოს სტუდენტი პრაქტიკებზე".

ფოტოს უამრავი გაზიარება და კომენტარი აქვს. მართალია, საკითხი სულაც არ არის სახუმარო, თუმცა ინტერნეტმომხმარებლები ფოტომ ხუმრობის განწყობაზე მოიყვანა:

"სტაჟში ეთვლება?"

"ღუზა ჩოუშვი ბრატ, ტიჩენია იცის"

"პირველივე გასვლაზე შტორმში აღმოჩნდა"

"ვენეციისგან დიდად არ განსხვავდება დღევანდელი ბათუმი..."

"ღელვამ კუნძულზე გარიყა"

"ბიჭი პირველ კურსზე პირველ კვირაში რეისშია" - წერენ ფეისბუქმომხმარებლები.

ბათუმელი "აკვალანგისტის" ფოტო: ნათია ივანიძე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს