"სრულიად წარმოუდგენელი რამ მოხდა, 2 წინადადებაში დაატრიალა ამ ადამიანმა საოცრება" - როგორ დაეხმარა სოციალურად დაუცველ ბავშვს ანიტა რაჭველიშვილი

"სრულიად წარმოუდგენელი რამ მოხდა, 2 წინადადებაში დაატრიალა ამ ადამიანმა საოცრება" - როგორ დაეხმარა სოციალურად დაუცველ ბავშვს ანიტა რაჭველიშვილი

ოპერის მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომელსაც იტალიაში საფორტეპიანო კონკურსზე მოსახვედრად თანხა არ ჰყოფნიდა, 700 დოლარით დააფინანსა.

"დღეს, მერიამ უარი უთხრა უმამო და სოც.დაუცველ ბავშვს, დაეფინანსებინა სულ რაღაც 700 დოლარით და გაეშვა იტალიაში, საფორტეპიანო კონკურსზე. მაშინ როცა: ბავშვი არის არაერთგზის ლაურეატი, საკუთარ მუსიკალურ სკოლაში წარმატებით და შედეგებით არის N1, მთელი ზაფხული მეცადინეობაში გაატარა - ამ კონკურსის მოლოდინში, საკუთარი და ახლობლების ფულით იყიდა იტალიის ბილეთები და ეს 700 დოლარი მხოლოდ საცხოვრებელი თანხა იყო - ამას უკვე მისი მარტოხელა დედა ვეღარ გაწვდა. ამდენ ხნიანი მოლოდინი და საბუთების შეგროვება ერთ დღეში წყალში ჩაუყარეს 16 წლის ბავშვს.

ხვალ უკვე კონკურსზე რეგისტრაციის ვადა იწურება", - დაწერა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჟურნალისტმა მარიკა ბაკურაძემ.

პოსტი დირიჟორმა სვიმონ ჯანგულაშვილმა გაიზიარა...

"სრულიად წარმოუდგენელი რამ მოხდა - ჩემი სტატუსი დაუფინანსებელი ბავშვის თაობაზე გააზიარა Svi Jangulashvili-მა და ამ გაზიარებულს უცებ ანიტა რაჭველიშვილმა მიაწერა - დაარეგისტრირეთ ბავშვი, მე ვაძლევ სრულ თანხასო.

2 წინადადებაში დაატრიალა ამ ადამიანმა საოცრება.

მართლა შოკში ვარ, ბავშვმა ჯერ არაფერი იცის, დილით დახვდება ეს სიურპრიზი.

მე Anita Rachvelishvili-ს არ ვიცნობდი, არაფერი შეხება მასთან არ მქონია და ახლა უბრალოდ არ ვიცი რანაირად უნდა ვუთხრა მადლობა ამ გამაოგნებელი საქციელისთვის !!!!!!", - წერს მარიკა ბაკურაძე.

სვიმონ ჯანგულაშვილი:

"ასეა - იმიტომაა ასეთი დიდი ხელოვანი, რომ დიდი გულის ადამიანია".

ანიტა რაჭველიშვილი:

დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის! მე გამოვლილი მაქვს ეგ ყველაფერი და ამიტომ ვიცი რას ნიშნავს მსგავს საშინელ სიტუაციაში ყოფნა! ნეტა მეც თავის დროზე დამხმარებოდა ვინმე!

მადლობა და წარმატებები დეას.

იხილეთ ასევე: "ის, რაც "საბას" დაჯილდოებაზე ვნახე, იყო სრულიად ამაზრზენი. ქართველები სერიოზულად ვართ ავად" - რამ აღაშფოთა ლოტბარი სვიმონ ჯანგულაშვილი

''ევროპაში ასეთ უმსგავსობაზე იცით როგორია რეაგირება?! შუშებს უმტვრევენ მანქანებს'' - რამ აღაშფოთა ანიტა რაჭველიშვილი

ანიტა რაჭველიშვილი დაქორწინდა - ფოტოები და ვიდეოები ულამაზესი ქორწილიდან

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს