"დაიკლოს 50 კგ და სულ ფრენა ფრენით ჩაიხუტებს ერი" - ია ფარულავა სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე

"დაიკლოს 50 კგ და სულ ფრენა ფრენით ჩაიხუტებს ერი" - ია ფარულავა სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე

მსახიობი ია ფარულავა საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"ტოჟე მნე ჰამილკარ ბარკა :)))) არ დაჭირდება დაიკლოს 50 კგ და სულ ფრენა ფრენით ჩაიხუტებს ერი :)))))", - წერს ფარულავა.

მიშას ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრა რომ დასჭირდეს, ამას გააკეთებს და ჩვენთან ერთად იქნება, - ამის შესახებ ზუგდიდში, "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განაცხადა.

მისი თქმით, ის ქართველ ხალხთან ერთად იზეიმებს გამარჯვებას.

"მიშა იძახის, რომ სანდრა ეს მე ვარ. ძალიან ვცდილობ, რომ პოლიტიკოსობა ვისწავლო, მაგრამ რა თქმა უნდა, ჯერ ძალიან შორს ვარ მისი ნიჭისგან და ხედვისგან. მან ყოველთვის წინასწარ იცის, რა უნდა მოხდეს და ეს მართლდება. ის აქ იქნება ჩვენთან ერთად, რომ გამარჯვება იზეიმოს. ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრაც რომ დასჭირდეს, ის ამას გააკეთებს და ჩვენთან ერთად იქნება", - განაცხადა რულოვსმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს