საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე და მოსამართლეები გამოსამშვიდობებელ საღამოზე

საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე და მოსამართლეები გამოსამშვიდობებელ საღამოზე

საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა დღეს ამოეწურა. აღნიშნულ მოსამართლეებს შორისაა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი. პაპუაშვილთან ერთად დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობა დაასრულა ქეთევან ერემაძემ, დავით სიჭინავამ და კონსტანტინე ვარძელაშვილმა.

ცოტა ხნის წინ "ფეისბუქზე" ფოტო გავრცელდა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და მოსამართლეების გამოსამშვიდობებელ საღამოზეა გადაღებული.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, რომელიც კანონმდებლობით, ერთი თვის ვადაში უნდა მოხდეს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას მოსამართლე ზაზა თავაძე შეასრულებს.

საკონსტიტუციო სასამართლოში გაჩენილი ოთხი ვაკანტური ადგილიდან ერთზე მოსამართლე პარლამენტმა უნდა დანიშნოს, ერთი - უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, ორს კი პრეზიდენტი ნიშნავს.

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე, უზენაესმა სასამართლომ კი თეიმურაზ ტუღუში უკვე დანიშნა. რაც შეეხება პარლამენტს, საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენი წევრის არჩევა ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს მოუწევს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს