ნელი აგირბა გათხოვდა - ვინ არის ტელეწამყვანის რჩეული

ნელი აგირბა გათხოვდა - ვინ არის ტელეწამყვანის რჩეული

ტელეწამყვანი ნელი აგირბა გათხოვდა. მისი რჩეული ირაკლი ძიმისტარიშვილია. ახალშეუღლებულებმა ხელი სიღნაღში მოაწერეს. ფოტოებს ცერემონიიდან "რუსთავი 2"-ის კორესპონდენტი დათო ქაშიაშვილი ავრცელებს:

"ნელი აგირბა ძიმისტარიშვილის და ირაკლი ძიმისტარიშვილის ქორწილი. ირმის ნახტომის გალაქტიკაში ყველაზე მაგარი დღეობა" - წერს ქაშიაშვილი ფოტოების კომენტარში. როგორც ჩანს, კოლეგებმა აგირბას ქორწინების შესახებ სწორედ ამ ფოტოებით შეიტყვეს, კომენტარებში ყველა აღნიშნავს სასიხარულო, მოულოდნელ ამბავს და ტელეწამყვანს დაოჯახებას ულოცავს.

ნელი აგირბა "რუსთავი 2"-ში შედარებით ახალი სახეა. ლამაზმანი საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" წამყვანია, თუმცა იქამდე რამდენიმე ტელეკომპანია მოიარა.

"საზოგადოებრივ მაუწყებელზე", დილის გადაცემაში მუშაობის დროს მისი ორი ულამაზესი ქალიშვილის მამას შეხვდა - ასევე ტელეწამყვან და შოუმენ ილო ბეროშვილს. წყვილი 2009 წელს შეხვდა ერთმანეთს, მალევე იქორწინეს და ორი ქალიშვილი ჰყავთ - სესილია და ევა. თუმცა, ნელი და ილო ერთმანეთს 2015 წელს დაშორდნენ.

ნელი აგირბას ახალი რჩეული პროფესიით იურისტია, მას თინეიჯერი ვაჟი ჰყავს, რომელსაც მარტო ზრდის.

"ურწმუნო თომებისთვის, ვისაც ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლებოდა “ახლობლობის” გარეშე გახარიას ბიზნესომბუდსმენად დანიშვნა" - გია ხუხაშვილი

"დიდი მითქმა-მოთქმა და ვაი-ვიში გამოიწვია მესამე ანუ ბუსტერული დოზის დამატების თემამ..." - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

"ბოლო წუთამდე გვეუბნებოდა, რომ არ გვენერვიულა, მაგრამ ჩვენ ის დავკარგეთ" - გიორგი ვაშაძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ მამაზე