"დღესაც ისევე მეკვრება შენზე სუნთქვა, როგორც ერთი წლის წინ" - ეკა მიშველაძე და ბუკა პეტრიაშვილი ქორწინების წლისთავს აღნიშნავენ

"დღესაც ისევე მეკვრება შენზე სუნთქვა, როგორც ერთი წლის წინ" - ეკა მიშველაძე და ბუკა პეტრიაშვილი ქორწინების წლისთავს აღნიშნავენ

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურმა მდივანმა, ბუკა პეტრიაშვილმა ჟურნალისტ ეკა მიშველაძეზე იქორწინა. წყვილი ქორწინების წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

ეკა მიშველაძე:

ერთი წელი გავიდა... ბედნიერების, სიხარულის, სიყვარულის, ხალისის, სიმშვიდის, თანადგომის უმაგრესი ერთი წელი... მიხარია, რომ მყავხარ! მიხარია შენთან ერთად გათენება და დაღამება.. ყველაფერი მიხარია შენთან! მიხარია, რომ გაჩნდი, ჩვენი გზები რომ გადაიკვეთა, რომ შემიყვარდი, რომ შეგიყვარდი... მიხარია, ჩემი ცხოვრების ნაწილი რომ ხარ, ჩემი ცხოვრება რომ ხარ! მიხარია, რომ დღესაც ისევე მეკვრება შენზე სუნთქვა, როგორც ერთი წლის წინ ამ დღეს... მიხარია, რომ ჩვენს გარშემო სულ სიხარული და ბედნიერებაა.. ჩვენი შვილები მიხარია... გილოცავ დღევანდელ დღეს!

ბუკა პეტრიაშვილი:

ჩემი სიმშციდე! ჩემი სიმტკიცე! ჩემი სილამაზე! ჩემი სიხარული! ჩემი ნაწილი! ჩემი სიყვარული! ჩემი ეკა!

მადლობა ღმერთო ეკასთვის! მადლობა ყველაფრისთვის!