ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
00:19 / 07-10-2016
"უჯანმრთელესი შვილი ჰყავს... იმ ქალმა ტყუილად დაუტოვა შარლატანს ფული" - რას წერენ ტაქსისტზე, რომლის ისტორიამ "ფეისბუქი" მოიცვა
"ფეისბუქის" მომხმარებლის ზურაბ ძეგველიშვილის სტატუსმა, სადაც ის აქსიში გადამხდარი ემოციური ისტორიის შესახებ წერდა, სოციალური ქსელი მოიცვა. პოსტში საუბარი იყო უცნობ ქალბატონზე, რომელიც ტაქსის მძღოლს, რომელსაც სავარაუდოდ, შვილი ავად ჰყავდა, გარკვეული თანხით დაეხმარა.

ამბავს უამრავი დადებითი გამოხმარება მოჰყვა, თუმცა ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი იმასაც წერდა, რომ "ისტორია თავისი შინაარსით ზღაპარს ჰგავდა".

სოციალურ ქსელში ტაქსისტთან დაკავშირებით უამრავი ინფორმაცია გავრცელდა. ნაწილი წერს, რომ მამაკაცი, რომელიც ძეგველიშვილის ფოტოზეა, იტყუება და რეალურად, მას ავადმყოფი შვილი არ ჰყავს.

"ეს უნამუსო ტაქსის მძღოლი არის ჩემი ყოფილი სიძე. ანგელოზივით 16 წლის ბიჭი ჰყავს, უჯანმრთელესი და ეს ვაჟბატონი გაქანებული აფერისტია.  იმ ქალმა ტყუილად დაუტოვა შარლატანს ფული", - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

ტაქსისტთან დაკავშირებით საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა ასევე, ჟურნალისტმა ნათია დოლიძემ:

"არ ვაპირებდი დაწერას, მაგრამ ვინაიდან, სავარაუდოდ, კვლავაც შეეცდება ადამიანების გაბრიყვებას, ამიტომ ვწერ. დაახლოებით 3 თვის წინ სამსახურიდან მეც ძალიან დაღლილი გამოვედი, ტაქსი გავაჩერე და ჩამჯდარი არ ვიყავი, მძღოლმა ტელეფონზე ლაპარაკი დაიწყო, ვიღაცას უხსნიდა, რა ცუდად ჰყავდა შვილი და როგორ ძალიან სჭირდებოდა სულ რაღაც 300 ლარი.
მოყვა მთელი თავისი ისტორია, როგორ გაყიდა სახლიც და მანქანაც ბავშვის გადასარჩენად და რომ ამ 300 ლარს რა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა... ჩერდებოდა, ემშვიდობებოდა იმ ვიღაცას, მერე ისევ ხელახლა რეკავდა.

ძალიან შევწუხდი, ისეთი განცდით ლაპარაკობდა, ლამის ტიროდა, ისიც კი მომერიდა მეკითხა, რა სჭირდა მის შვილს. თემქაზე გზის გაგნება გაუჭირდა და ამიხსნა, ტაქსზე სულ მეორედ ვზივარ, ბავშვის გამო მეგობარს ვეთხოვე მანქანა და იძულებული ვარ ვიტაქსავოო. ბევრი არაფერი მქონდა, მაგრამ რაც მქონდა, დავუტოვე მეც, დღეს ეს კაცი ფოტოზე მეცნო, მერე ეს ამბავიც გამახსენდა, რადგან კარგა ხანს გამომყვა დარდი ადამიანზე, რომელიც შვილის გადასარჩენად იბრძოდა.

ამ მასალის კომენტარებს გადავხედე და არაერთი ადამიანის დაწერილ ტექსტში ამოვიცანი ის, რაც მეც მოვისმინე... მოკლედ, ეს კაცი, სავარაუდოდ, პროფესიონალი აფერისტია, ამიტომ იყავით მაინც ფრთხილად!", - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
13:37 / 08-01-2017
აფერა
0
ახალი ფულის შოვნის გზებია,ბენზინგასამართი სადგურიდან ცოტა მოშორებითდადგებიან მანქანით,მერე გაგჩერებენ ვითომ გაუთავდათდა გთხოვენ ან ფულს ბენზინისთვის ან გამოგყვები აქვეა და ჩამისხიო,კარგად ჩაცმულ დახურულები კი არიან და კარგ მანქანებზე მომჯდარნი, ასეთები ნაგვები არიან
00:17 / 08-01-2017
tituuuuuu
1
გმერტოოოო ეს რა ბოროტი სასჰინელების მოფიკრება სჰეუდლია ადამიანს,,,ასეტი პიროვნება უნდა გამოასჰკარავდეს და გაილანდგოს,ისე რომ არასოდეს გამოცჰნდეს,,,გაოცებული ვაარ,,,როგორ კადრულობ?სჰენ კაცი ხააარ??უსინდისო კაცუნა,,,
მსგავსი სიახლეები
+VIDEO: საოცრება ანდებში: ავიაკატასტროფის შემდეგ ცოცხლად გადარჩენილთა ისტორია -
+VIDEO: მეზობელ ოთახთან მსაჯმა იცრუა, თითქოს იქ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ
"ალექსანდრეს ბაღი" ყველაზე პრესტიჟული, "სასვეტსკაო" ადგილი იყო
ქრისტიანობის გავრცელებამ ხუროთმოძღვრებასა და არქიტექტურას ახალი მოთხოვნილებები დაუსახა
დაახლოებით ერთი წლის წინ ინტერნესივრცეში გამოჩნდა შემეცნებითი და გასართობი ვიდეოები პატარა გოგონაზე - ემილიზე
"ვიღაც თბილად იჯდა ბუხართან და ღვინის წრუპვით შეხვდა ძველით ახალ წელს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:21 / 22-07-2017  Image თეა წულუკიანმა გერგეთის სამების ტაძარში ჯვარი დაიწერა
+PHOTO| თეა წულუკიანმა მეუღლესთან ხელი გასული წლის 4 დეკემბერს მოაწერა
17:23 / 22-07-2017  Image ფოტოები ავარიის ადგილიდან, რომელშიც თბილისის ყოფილი მერი მძიმედ დაშავდა
ერთმანეთს ოპელის, მერსედესისა და ჰონდას მარკის ავტომობილები შეეჯახა
11:33 / 22-07-2017  Image როგორ გადაარჩინა ქართველმა ახალგაზრდამ აშშ-ში ავარიის დროს ორი ამერიკელი ცოცხლად დაწვას
PHOTO+VIDEO "ჩემმა სიძემ, დაუფიქრებლად, ფაქტიურად გაწირა თავი რომ გადაერჩინა ადამიანები"
15:02 / 22-07-2017  Image "ახლა ყველაზე მეტს და უფრო საინტერესოს სიჩუმით ვსაუბრობ..." - ვისმა "მისტიციზმმა" გაიტაცა და რატომ აღარ ჩანს პეტრე კოლხი
ამოვთქვი და მომავალშიც ბევრს ვიტყვი...
13:33 / 22-07-2017  Image პრინცესა შარლოტა 30 წლის წინანდელ ფეხსაცმელს ატარებს, რომელიც ბავშვობაში ბიძამისს, პრინც ჰარის ეცვა
"შარლოტას დაბადება ფანტასტიკური მოვლენაა, ის ზეციური საჩუქარია"
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49