"ეს ადამიანი უნდა მოღვაწეობდეს უცხოეთში!" - რა ურჩევს კარიერასთან დაკავშირებით ასტროლოგი ირაკლი ალასანიას

"ეს ადამიანი უნდა მოღვაწეობდეს უცხოეთში!" - რა ურჩევს კარიერასთან დაკავშირებით ასტროლოგი ირაკლი ალასანიას

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას კარიერული პერსპექტივის შესახებ წერს. ასტროლოგი ალასანიას უცხოეთში მოღვაწეობას ურჩევს.

"ჯერ კიდევ წლების წინ, როდესაც ალასანია პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილებოდა, ზუსტად ვიცოდი, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა...

მას ლილიტი (ხიბლი, ცდუნება, უარყოფითი კარმა) ჰყავს თხის რქაში. (ანუ კარიერაში), აქედან გამომდინარე, მისთვის მნიშვნელოვანია კარიერული ზრდა, დაწინაურება, ასევე, როგორც მშვილდოსნისთვის მისთვის სასურველი და სანატრელია პოლიტიკის სფერო, მაგრამ სწორედ ამ ლილიტის "დამსახურებით", როგორც კი რაიმე მნიშვნელოვან საფეხურს მიაღწევს, აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომელიბიც მის ჩამოქვეითებას შეეცდებიან... და ასეც ხდება წლების მანძილზე...

მართალია, მე არ ვიცი, მისი ჰოროსკოპი და მხოლოდ კოსმოგრამის მიხედვით ვმსჯელობ, თუმცა აქაც მშვენივრად ჩანს ძირითადი მომენტები... თან, კირჩხიბში (სამშობლო) მას სატურნი (შეზღუდვები, დასჯა, ბარიერები) აქვს, ასევე, მისი აღმავალი კვანძი (ცხოვრებისეული მიზანი, მისია, განვითარების გზა) უცხოეთს უკავშირდება და მოითხოვს კიდეც... ყველაფერი კი მიუთითებს იმაზე, რომ... ეს ადამიანი უნდა მოღვაწეობდეს უცხოეთში!.. (და უცხოეთში, როგორც მახსოვს, მას საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა)... აქ კი, მის სამშობლოში, მუდამ ასეთ ადგომა-დაცემაში იქნება...

როდესაც ცხოვრებაში ქრონიკულად რაღაც უარყოფითი მეორდება - ადამიანი უნდა დაჯდეს და დაფიქრდეს - იქნებ საერთოდაც არ მიდის იმ გზაზე, რომელიც მისია და სამყარო განუწყვეტლივ ცდილობს მისთვის ამის დანახებას? იქნებ უნდა გააანალიზოს ყველაფერი და დაიწყოს თავისი გზის ძებნა... ის, რაც ერთისთვის კარგია, მეორისთვის სულაც არ ვარგა, როგორი სასურველიც არ უნდა იყოს... და ამის გარკვევაში (საკუთარ ინტუიციასთან ერთად) კი უკვე ასტროლოგიაც გეხმარება... მაგრამ... ასტროლოგია ხო ბევრისთვის კვლავ საქილიკო თემად რჩება??:))) რჩება და დარჩეს!... და ყველამ თავის გზით იაროს, - ზოგმა უფრო მარტივად და მსუბუქად, და ზოგმაც კი უამრავი წინაღობისა და სირთულეეების გადალახვით... არჩევანში ნამდვილად თავისუფლები ვართ".

ნახეთ ვიდეო| სიტყვები, რომლითაც ალასანია პოლიტიკიდან წავიდა და რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს