"დამთავრდა არჩევნები და გვარამიას აღარ უყვარხარ? მომავალ არჩევნებამდე არც გაახსენდები" - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ნათელაშვილი და მეტრეველი

"დამთავრდა არჩევნები და გვარამიას აღარ უყვარხარ? მომავალ არჩევნებამდე არც გაახსენდები" - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ნათელაშვილი და მეტრეველი

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც არჩევნებში დამარცხებული პარტიები გააკრიტიკა და, მედიასთან კომენტარების გაკეთებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური ვალდებულებები შეახსენა. პოსტს კომენტარებში "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა. დიალოგს ჟურნალისტსა და პოლიტიკოსს შორის მწვავე კამათი მოყვა. ნათელაშვილმა ჟურნალისტები ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულა:

"შაბათის მერე ორშაბათი დადგა და აბა რა? პარტიები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდნენ და რომლებიც დამარცხდნენ, იმალებიან და კომენტარებზე უარს ამბობენ. ელოდებით კიდევ რაიმე ცვლილებებს, ხალხო? დათვლილია თითქმის ყველა უბანი და მინიმუმ, პოლიტიკური ვალდებულებაა გამოხვიდეთ და თქვენს ამომრჩეველს აუხსნათ, რა მოხდა, როგორ აფასებთ ჩატარებულ არჩევნებს. აღიარებთ დამარცხებას თუ არ აღიარებთ და ასე შემდეგ. ამდენი არჩევნები გამიშუქებია და ასეთი დუმილი შედეგების გამოცხადებიდან ამდენი საათის შემდეგ, არ მახსენდება. ალოოოო!", - დაწერა ინგა გრიგოლიამ.

შალვა ნათელაშვილი: არავინ არ იმალება ინგა. არჩევნების წინა დღეს, სანაიასთან ივანიშვილის ნარკომანი ქილერი რომ მოიწვიეთ, მაესტრო-იმედისებურად, ჩემს სალანძღავად და ყველა სიბინძურე ალაპარაკეთ, მათ შორის ოჯახზე, მას შემდეგ, თქვენი ტელევიზიისკენ გამოხედვაც არ მინდა (ეს რა თქმა უნდა არ გეხება პირადად შენ) მოკითხვა გადაეცი ჭუტას და პატარა ჭუტას კიდევ

ინგა გრიგოლია: ???????????? ბატონო შალვა ((((((((((((((( ვერ გავიგე ჩვენი ტელევიზია რა შუაშია? ბ-ნო შალვა, ისიც მახსოვს, ზოგი ტელევიზია როგორ გძირავდათ მთელი ათეული წელი და ეხლა არ მივიღებ ამას

შალვა ნათელაშვილი: ასე შეიძლება კაცს მთელი ცხოვრება სიკეთე უკეთო და მერე ერთ წამში დანით ან თოფით მოკლა

ინგა გრიგოლია: თუ ვინმეს არ უწარმოებია არავის შავი პიარი, ეს ჩვენ ვართ. არ მინდა აქ სახალხოდ ვიკამათოთ. არ ხართ მართალი. ის მეამაყება, ნეიტრალური პოზიციით რომ ვიმუშავეთ მთელი ეს თვეები

შალვა ნათელაშვილი: ინგა, ვიდეოჩანაწერი მანდ გაქვთ და შეგიძლიათ გაარკვიოთ თეთრი პიარი იყო თუ ვარდისფერი.

ინგა გრიგოლია: საქმეც მაგაშია, არავის პიარი არ გვიკეთებია. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ჩვენ თუ დაგვბრალდებოდა ეს შედეგი

შალვა ნათელაშვილი: არავითარი შედეგი არ გბრალდებათ და ძალიან კარგად იცი რას ვამბობ. უბრალოდ თქვენგან აღარ მოველოდი იმედი და მაესტროს მსგავსად ბიძინას დაკვეთის შესრულებას ჩემს გასაშავებლად, ყველაზე კრიტიკულ, არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე

ინგა გრიგოლია: ჩვენ რომ კაცი ბიძინას დაკვეთის შესრულებას დაგვაბრალებს, შეძლებისდაგვარად რბილად რომ ვთქვა, მეტად არასამართლაინია. წარმატებას გისირვებთ

გრიგოლიასა და ნათელაშვილს შორის დიალოგს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი გამოეხმაურა, რასაც მეტრეველსა და "ლეიბორისტების" ლიდერს შორის დაპირისპირება მოყვა:

მერაბ მეტრეველი: ამ ნათელაშვილს რავა ყველგან დაკვეთების შესრულება ელანდება! ამის იქით ვერ გაიზარდა. დამთავრდა არჩევნები და გვარამიას აღარ უყვარხარ? დარწმუნებული ვარ, მომავალ არჩევნებამდე არც გაახსენდები :)

შალვა ნათელაშვილი: ინგა, პირადად შენ არავინ არაფერს გაბრალებს, როგორ გეკადრება. უბრალოდ ჩემი გამოჩენა მაგ ტელევიზიაში ჩემგან იქნება უთავმოყვარეობა. ნუთუ წამყვანს ის მაინც არ უნდა ეთქვა რომ ოჯახს ნუ ეხებიო. რომ დაგჭირდებათ მე კარგად მაჩერებთ და კორექტირებას ცდილობთ, რა ვიცი, რა ვიცი.

მერაბ შენისთანა ნაბ**ი, მრავალპარტნიორ მოცვლილი ადამიანები გარეთ ვერ უნდა გამოდიოდნენ წესით, ზნეობრივი ატმოსფერო რომ იყოს ქვეყანაში. შენ ხარ ყველაზე გახრწნილი ჟურნალისტი ვინც კი ოდესმე მინახია, რამიშვილზე უარესი.

ინგა გრიგოლია: ბატონო შალვა ((((((( მერაბ მეტრეველი არის უწესიერესი და სამაგალითოდ უწესიერესი თან. ძალიან გთხოვთ, ჩემს კედელზე ასეთ შეურაცხყოფას ნუ აყენებთ

მერაბ მეტრეველი: აი, პოლიტიკოსი! ჩვენს შორის ნაბ...ის და მრავალპატრონგამოცვლილის დ**ს შ**ი! შე ნაძირალა არაკაცო, ჩემზე რომ მაგას იტყვი! ბიძინას ვინც უძვრებოდა და პრემიერობას ვინც თავაზობდა კარგად გვახსოვს. მანამდე მიშას ვინ დაუთმო თავჯდომარეობა ესეც გვახსოვს და სიაში ხალხს ფულის გამო რომ სვამდი ესეც. ახლა გვარამიას მიეხუტე. ერთი ჩვეულებრივი ვაჭრუკანა და ნაძირალა ხარ. ამას ეთერს საერთოდ როგორ უთმობთ!

შალვა ნათელაშვილი: აი ამიტომ ხარ ნაძირალა რომ მიშა-ბიძინას სიბინძურეებს არაკრაკებ. სიბინძურე ხარ შენი ღირსეული თაობის. რამდენი ივაჭრე ბურჭულაძესთან ახლა სად აპირებ ვაჭრობას შე რიჟა კლოუნო. სად მოასწარი გახრწნა ასეთ ასაკში

მერაბ მეტრეველი: :))) უზრდელობას მე არ ვაპირებდი, მაგრამ რადგან ასე მოინდომე, გითხარი უკვე: ჩვენს შორის ვაჭრის დ**! სხვა პასუხს არც იმსახურებ, ისეთი ნაძირალა ხარ!

შალვა ნათელაშვილი: ფუი შენი, ეცადე სადმე არ გადამეყარო. უზრდელი ხარ გენეტიკურად, რას ქვია არ აპირებ, აბა ამის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია. კარგად გადათვალე ნაძირლობით ბიძინასთან და ბურჭულაძესთან ნავაჭრი ფულები

მერაბ მეტრეველი: მე საკმაოდ კორექტული კომენტარი დავწერე თავიდან. შენ კიდევ უზრდელობაზე გადახვედი. არაა პრობლემა. თან როცა ნაძირალა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ფულის აღებას გაბრალებს! ყველა, ვინც აკრიტიკებს ამას აბრალებს, რადგან ფულის იქით მისი აზროვნება ვერ მიდის!

შალვა ნათელაშვილი: მერაბ შენი კორექტულობა არ გაიშვა, ახლა მე არ ვიკადრებ გამოვაქვეყნო ის, რაც შენ ჩვენზე გაქვს დაწერილ-მოწერილი განსაკუთრებით ბიძინას მესიანურ პერიოდში.

მერაბ მეტრეველი: გამოაქვეყნე. მე არავინ არ მილანძღია პირველს და არც რამე დამიბრალებია. პირველად მხოლოდ გაგაკრიტიკეთ, როგორც ყველა პოლიტიკოსი გამიკრიტიკებია, თქვენ კი გამოხვედით და პირდაპირ დაკვეთების შესრულება დამაბრალეთ! ამის მერე კორექტული ვერ ვიქნებოდი!

"საჯარო ცხოვრებაში უახლოესი პერიოდის განმავლობაში ვერ ვიქნები... გავიკეთე ოპერაცია" - რას წერს ნინო ლომჯარია

"აქ ყველას ყველა უყვარს... არც პოლიტიკაა და არც ეკონომიკა" - რას წერს ბელა ალანია, რომელიც მეუღლესთან ერთად კოვიდს კლინიკაში ებრძოდა

"თქვენი თბილ სავარძლებში ჯდომა მაგრად კიდია ხალხს... ვინც დაიღალა ბრძოლით, სახლში წავიდეს" - ნანუკა ჟორჟოლიანი "ნაცმოძრაობას" მიმართავს