ვის უძღვნის გუკა რჩეულიშვილი ციხეში ლექსებს - "სულ გვერდში მიგულე, ჩემო ერთადერთო გენერალო!"

ვის უძღვნის გუკა რჩეულიშვილი ციხეში ლექსებს - "სულ გვერდში მიგულე, ჩემო ერთადერთო გენერალო!"

"ცენტრ პოინტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე ლექს აქვეყნებს. როგორც გუკა წერს, ლექსს დედას უძღვნის.

პირველ ლექსს გუკა რჩეულიშვილი ფეისბუქზე აქვეყნებს:

"მე პოეტი არ ვარ,რაღაცას ვწვალობ ეს ლექსი დედაჩემს დავუწერე

ფოლადის სივრცეში

მე მომიწია კალამით ჯდომა

ასოთა წყობით

ვცდილობ აღგითქვა შენ თანადგომა

უსამართლობის კარნავალია

თურმე ცხოვრება

სიკეთის არსი გათელეს

უსახურმა გნომებმა

მახსოვს ოფლით ნაშენები

მერცხლების ბუდე

ზევიდან დახედე და გადაუგდე

ამ ვერცხლის ქურდებს

შენ ზუთად იცი

მთელი სიმძაფრე შენებაშია

უსაზღვრო ვნება

პატარა ქალის ბუნებაშია

დე მე არ მინდა სიბნელით

შენ რომ დაიღალო

სულ გვერდში მიგულე

ჩემო ერთადერთო გენერალო!",- წერს გუკა რჩეულიშვილი.

გუკა რჩეულიშვილი და კომპანია "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილს წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მათ თანხების მითვისებასა და გაფლანგავში ედებათ ბრალი. საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს, რომელთაგან ერთ-ერთზე - "ბათუმის მაგნოლიას" საქმეზე გუკა და მაია რჩეულიშვილებს წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

წაიკითხეთ: მაია რჩეულიშვილი პატიმარი ქალებისთვის საჭმელებს ამზადებს - რას წერს ნინო დარასელი დეიდის პატიმრობაზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს