"მეორე ტურში ნაცები ბოლომდე გაბანძდებიან" - ნანუკა ჟორჟოლიანი

"მეორე ტურში ნაცები ბოლომდე გაბანძდებიან" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ნაციონალური მოძრაობის" არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის საკითხს ეხმაურება. ამ საკითხზე პარტიის წევრებისა და მათი მხარდამჭერების მოსაზრებები ორად გაიყო: ერთნი ნაციონალებს არჩევნებში მონაწილეობის ბოიკოტირებისკენ და პარლამენტში არშესვლისკენ მოუწოდებენ, მეორენი კი მოითხოვენ, რომ პარტიამ პარლამენტში კუთვნილ მანდატებზე უარი არ უნდა თქვას.

ჟორჟოლიანი წერს: "ნაციონალური მოძრაობის" ის წევრები, რომლებიც ფიქრობენ რომ მეორე ტურში მოგების შანსი აქვთ, ან მაგარი აფერისტები არიან, ან რეალობას მოწყვეტილი ლიდერები.

მეორე ტურში ნაცები ბოლომდე გაბანძდებიან. ვერცერთი კანდიდატი ვერ მოიგებს. ეს ჩემი პროგნოზია და დაველოდოთ რა მოხდება. პოპკორნი ნაყიდი მაქვს", - ვკითხულობთ პოსტში.

ასევე წაიკითხეთ: "სად არის მიშა? რა აყვირებდა ტრუხაზე თუ არ ჩამოდიოდა?" - ჩერგოლეიშვილის და ბერულავას კამათი "ფეისბუქზე"

ამ თემაზე საკუთარი აზრი ტელეწამყვანმა ფეისბუქზე გუშინაც დააფიქსირა:

"მე არავინ მეკითხება, მაგრამ მაინც, დავწერ...

1. ნაციონალები არ უნდა შევიდნენ პარლამენტში. დიახ, პატივი უნდა სცენ საკუთარ ამომრჩეველს და სწორედ ამიტომ უნდა თქვან უარი საპარლამენტო მანდატებზე. ამომრჩეველს მათთვის ხმა არ მიუცია იმისთვის, რომ რამდენიმე დეპუტატს ოჯახის რჩენის შესაძლებლობა ჰქონოდა. თუ ყველაფერი ამაზე გადის გასაგებია...

ასევე წაიკითხეთ: "ნაციონალები" წაგებას სააკაშვილს აბრალებენ? - რას წერენ ფეისბუქზე პარტიის მხარდამჭერები

რას ნიშნავს ტრიბუნის დაკარგვა? რომელი ტრიბუნის და ვისთან ერთად დგებიან ამ ტრიბუნასთან. ერთი წუთით წარმოიდგინეთ რა მოხდება, თუ ნაციონალური მოძრაობის სახეები, რომლებმაც საქმის კეთება ნამდვილად იციან არ გააკეთილშობილებენ პარლამენტის "კარტინკას" და ადა მარშანიას იმედად დატოვებენ. თან, ნუ დაგავიწყდებათ რომ

1. ახლა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებენ

შემდეგ

2. რუსთავი 2-ს წაიღებს

და რა ტრიბუნა, რის ტრიბუნა? პარლამეტის თბილ შენობაში ჯდომა კი არა, ქვეყნის დაცვა ფიზიკურად მოუწევს ყველა თავმოყვარე მოქალაქეს.

P.S. თუ შეხვალთ არ გაუყალბებიათ თქვენთვის არჩევნები და გამოდის რომ 27%-ანი პარტია ხართ და მაშინ ტონი ქვევით დაწიეთ და ნუ ებლატავებით 50%-იან პარტიას. თქვენც ასევე ბლატაობდით უმრავლესობაში რომ იყავით. ახლა ისინი არიან და აცადეთ მაშინ" - წერს ტელეწამყვანი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს