"ტყუილია ის, რაც რედაქციამ გადაწყვიტა, რომ გეთქვა" - რაზე იკამათეს ეკა ხერხეულიძემ და ინგა გრიგოლიამ

"ტყუილია ის, რაც რედაქციამ გადაწყვიტა, რომ გეთქვა" - რაზე იკამათეს ეკა ხერხეულიძემ და ინგა გრიგოლიამ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას აკრიტიკებს:

ინგა გრიგოლია: "პარტიაში სააკაშვილის მოწინააღმდეგეები უფრო მეტნი აღმოჩნდნენ, ვიდრე მომხრეები"

"თავს მოვალედ ვთვლი, ეს მცირე განმარტება მოგცეთ:

იმას, რასაც თქვენი სარედაქციო პოლიტიკა პარტიას ეძახის, პარტიის პოლიტსაბჭო ქვია. ამ ორგანოში პარტიის წევრებიდან 60 წევრი შედის. შემავალ წევრთა ურავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება და როგორც ერთიანი გუნდისთვისაა დამახასიათებელი, ემორჩილება ყველა სხვა დანარჩენი.

რასაც ახლა ტირაჟირებთ, არის სიცრუე.

სად დადგა ასე საკითხი, ან როდის გამოკითხეთ პარტიის წევრებს უარს ამბობენ თუ არა პარტიის ლიდერზე?

ან აზრთა სხვადასხვაობა, როგორი მწვავეც არ უნდა მოგეჩვენოთ, რატომ გგონიათ აპოკალიფსი?

მაყურებელს ნუ მოატყუებთ!", - წერს ეკა ხერხეულიძე.

პოლიტიკოსის პოსტს ტელეწამყვანი გამოეხმაურა, რასაც მათ შორის კამათი მოყვა:

ინგა გრიგოლია:

რა უცნაური პოსტი დაგიწერია. რა სიცრუე, რა ტყუილი. რას მწერ. ძალიან გამაკვირვე და არ ვაპირებ აქ ვამტკიცო, რომ ძალიან არასამართლიანად დამადანაშაულე ტყუილის ტირაჟირებაში. მე მოვყევი ამბავი, რომ იყო განსხვავებული პოზიციები და მათ შორის, გადაწყვეტილების საპირისპირო მოსაზრება ჰქონდა სააკაშვილს, მეტი არაფერი მითქვამს.

ეკა ხერხეულიძე:

ამბავი კი არ მოყევი, ინგა, და ვინმეს კი არ ტირაჟირებდი, მტკიცებით ფორმაში თქვი ის, რაც სტატუსში წერია. თქვი, როგორც უტყუარი ფაქტი და არა როგორც ვინმეს მოსაზრება. თქვი საჯაროდ და ასევე საჯაროდ გპასუხობ. ახლაც ვიმეორებ, ტყუილია ის, რაც რედაქციამ გადაწტვიტა, რომ გეთქვა. დიდი ტყუილი

საჯაროდ გაცხადებულს, საჯაროდ პასუხობენ. მე ეგ არ შემეშლება, პირადი და საზოგადოებისთვის საჭირო განმარტება ავურიო

ინგა გრიგოლია:

მე ტყუილი არ მითქვამს და ეს ორდღიანი ბატალიები მეტყველებდა პარტიის შიდა წინააღმდეგობებზე. როგორ გამაოცე.

ეკა ხერხეულიძე:

ინგა გრიგოლია რამ გაგაოცა, მართლა ნუ მაოცებ. ბატალიები რა დროსაც არ უნდა მოიცავდეს, ვერდიქტი კი არ არის. ვიმეორებ, თქვი, რომ "პარტიაში სააკაშვილის მოწინააღმდეგეები უფრო მეტნი აღმოჩნდნენ, ვიდრე მომხრეები", რაც გახლავს მტკნარი სიცრუე. ვინმეს რომ ციტირებდე, მას მივმართავდი, შენი რედაქციის პოზიციაა, ცრუ ვარაუდებზე დაყრდნობით, და შენ მოგმართავ.

ინგა გრიგოლია:

პოლიტსაბჭოს წევრებიდან 33-მა მხარი დაუჭირა პარლამენტში შესვლას და 9 იყო წინააღმდეგი (წყარო "ნეტგაზეთი").

ეკა ხერხეულიძე:

დიახ, ასეა. მაგრამ ეგ არის პოლიტსაბჭო. ასევე, პოლიტსაბჭოზე დასმული იყო საკითხი მეორე ტურებთან დაკავშირებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით და არა სააკაშვილს რამდენი მომხრე ყავს პოლიტსაბჭოში. ანუ, არანაირი კავშირი არ აქვს იმ ორ საკითხს, შენს მიერ გაჟღერებულ ფრაზასთან. ეს არის სულ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს