"რაც ოცნებამ ნაცებთან ჩაატარა, ამას ქვია თანამშრომლობა" - ნათია ფანჯიკიძე

"რაც ოცნებამ ნაცებთან ჩაატარა, ამას ქვია თანამშრომლობა" - ნათია ფანჯიკიძე

"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი ლიდერის, ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება:

""რომ ყოფილიყო ჯანსაღი ფსიქიკური ველი და არა "ბუა მოდის, ცოცხით მოფრინავს, აბა ნახეთ კინო, - რას გიშვებოდნენ!!! მართალია, მურუსიძეები ახლა დამჯერი ბავშვები არიან და ამიტომ კუთხეში არ დავაყენებთ, მაგრამ, თქვენ მაინც ძრწოდეთ! სასწრაფოდ მოდით, ამომეფარეთ ზურგს უკან!!!" პარლამენტში შევიდოდა სულ რამდენიმე ნაციონალი. ბარიერის ზღვარი მათ ექნებოდათ გადასალახი და არა ჯანმრთელ, საქმისკენ ორიენტირებულ ადამიანებს. ადამიანების ფსიქიკა იქნებოდა დაწმენდილი, მომავალზე და პრაგმატულ ხედვებზე დაფუძნებული. რაც ოცნებამ ნაცებთან ჩაატარა, ამას ქვია თანამშრომლობა.

გუდიანი კაცებით არ შეაშინოთ ახალგაზრდა დედებო შვილები, არასდროს, თორემ ისევ მივიღებთ დამფრთხალ თაობას, რომელიც ივიწყებს რა უნდა ცხოვრების გასაუმჯობესებლად, როცა ეშინია.

ბევრჯერ დავწერე, მხატვრულ კინოს კიდევ რა უჭირს, რეალურ კადრებს რომ აჩვენებდნენ, ავხსენი, ღია ჭრილობისას რატომ არ შეიძლება ამ კადრების ტირაჟირება: მაყურებელზე ზემოქმედებას ახდენს მხატვრული ფილმიც კი. და ამისთვისაცაა სწორედ ფილმი, რომ მოახდინოს ზემოქმედება. მსგავსი სცენების ყურებისას მაყურებელს აქვს თანაგანცდა, ის თავს აიგივებს ან მსხვერპლთან, ან მოძალადესთან. ერთიც და მეორეც ფსიქიკისთვის არის დამანგრეველი. როდესაც მაყურებელი ვეღარ წყდება და ინტენსიურად უყურებს ერთმანეთის მსგავს კადრებს, უკვე საგანგაშოდაა საქმე, რადგან აქ უკვე გაუცნობიერებელი ტკბობაც კი შეიძლება იყოს ჩართული. გარდა მაყურებლისა, მუდმივი სისხლმდინარე ჭრილობა უახლდება ნამდვილ მსხვერპლს".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს