"როდემდე არ უნდა მოეთხოვოს პასუხისმგებლობის აღება ბავშვის მიმართ კაცებს, რომლებიც აორსულებენ პატარა გოგოებს და მერე ქრებიან?!" - ნინი ბადურაშვილი

"როდემდე არ უნდა მოეთხოვოს პასუხისმგებლობის აღება ბავშვის მიმართ კაცებს, რომლებიც აორსულებენ პატარა გოგოებს და მერე ქრებიან?!" - ნინი ბადურაშვილი

მომღერალი ნინი ბადურაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს აკრიტიკებს:

"ვუყურებ გადაცემა პროფილს და ვუსმენ გოგოს ისტორიას, რომელმაც შვილი გააჩინა ისე, რომ არ გათხოვილა.. სამწუხაროდ, ამის გამო მთელმა ოჯახმა მოიძულა და იგი იძულებული გახდა სახლიდან წამოსულიყო იმის გამო, რომ ახალ ადამიანს სიცოცხლე აჩუქა! მაინტერესებს, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეთი ბნელი აზროვნება საზოგადოების გარკვეულ ნაწილში?! როდემდე არ უნდა მოეთხოვოს პასუხისმგებლობის აღება ბავშვის მიმართ კაცებს, რომლებიც აორსულებენ პატარა გოგოებს და მერე ქრებიან?! მეგობრებო ჩვენ ყველა ერთად უნდა დავუდგეთ ასეთ გოგოებს მხარში და ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა უნდა ვეცადოთ, რომ ეს მახინჯი აზროვნება შევუცვალოთ ადამიანებს!".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს