რატომ განათდა თბილისის ანძა ვარდისფრად

რატომ განათდა თბილისის ანძა ვარდისფრად

თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა. ამით დედაქალაქი ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო აქციას შეურთდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საინტერესო პოსტს აქვეყნებს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი.

"თბილისის ტელეანძა დღეს ვარდისფრად განათდა. ეს ფერი კი ძუძუს კიბოსთან ბრძოლის სიმბოლოდ არის აღებული.

ძუძუს კიბო სარძევე ჯირკვლის სიმსივნეა და გავრცელებულია ქალებში.

როგორც მედიკოსები ირწმუნებიან, ფილტვის კიბოს შემდეგ გავრცელების მხრივ მეორე ადგილზეა და ყოველი 15 ქალიდან ერთს ემართება.

ამ დაავადებამ ასაკიც კი არ იცის. სიმსივნე შეიძლება სიმწიფის ასაკში მყოფ გოგონასაც დაემართოს და ღრმად მოხუცებულ ქალბატონსაც.

კიბოთი დაავადების რამდენი მიზეზია, რომელთაგან გამოვყოფდი აბორტს, გენეტიკურ განწყობას, არასწორ კვებას, სტრესულ გარემოს, ჰორმონულ დარღვევასა და ძუძუთი კვების არარსებობას ან ხანმოკლეობას.

პირველი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, ქალი სრულად ან თითქმის სრულად იკურნება.

მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია სიმძიმეზე. გვიან სტადიაზე მკერდი იკვეთება.

როგორია პირველი სიმპტომები?

ძუძუსთავების გამკვრივება-გამაგრება, ძუძუს მიდამოებში უმტკივნეულო, მავრამ უსიამოვნო შეგრძნებები, დვრილის ჩაბრუნება, იღლიებში კოპივით ფორმის წარმონაქმნი, კანის დანაოჭება, სისხლიანი გამონადენი გვიანდელ სტადიაზე და სხვა.

ქალი წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ეჩვენოს მამოლოგს. თუ მისი უახლოესი ნათესავი უკვე იყო დაავადებული, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ აუცილებლად უნდა იყოს.

ქალს თვითგასინჯვითაც შეუძლია საეჭვო სიმპტომის აღმოჩენა.

ოქტომბრის თვე ძუძუს კიბოსთან ბრძოლოს დღეა. აქციის სიმბოლო ვარდისფერია.

თბილისი უერთდება საერთაშორისო აქციას და პრობლემის გასამახვილებლად ტელეანძას ვარდისაფრად ანათებს", - წერს ჩანადირი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს