რა კავშირი აქვს თარხან-მოურავის წარმომავლობაზე განცხადებას რუსეთის იმპერიულ გეგმებთან - ცოტნე გამსახურდიას ვერსია

რა კავშირი აქვს თარხან-მოურავის წარმომავლობაზე განცხადებას რუსეთის იმპერიულ გეგმებთან - ცოტნე გამსახურდიას ვერსია

ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება "პატრიოტთა ალიანსის" დამფუძნებელის, დავით თარხან-მოურავის განცხადებას, რომელიც მის წარმომავლობას უკავშირდება. განცხადების ვიდეოჩანაწერი ბოლო დღეებია ქართულ ინტერნეტ-გამოცემებსა და სოციალურ ქსელებში აქტიური განხილვის თემაა. გამსახურდია ასევე ერთ-ერთ რუსულ საიტზე (centrasia.ru) ორი წლის წინ გამოქვეყნებული სტატიის ბმულს აზიარებს, სადაც უზბეკეთში რუსეთის საიმპერატორო სახლის მეთაურის, მარია ვლადიმიროვნას ვიზიტის შესახებაა საუბარი. სტატიაში მარია ვლადიმიროვნას წარმომადგენლის განცხადებაცაა მოყვანილი, სადაც ის დიდგვაროვანი ქალბატონის წარმომავლობის შესახებ საუბრობს:

"რუსეთის საიმპერატორო სახლის მეთაური, მარია ვლადიმიროვნა გახლავთ წინასწარმეტყველ მუჰამედის შთამომავალი. ამას შესახებ უზბეკ ჟურნალისტებს რუსული იმპერიული მოძრაობის მრჩეველმა, კირილ ნემიროვიჩმა განუცხადა, რომელიც უზბეკეთში მარია ვლადიმიროვნას ვიზიტის მოსამზადებლად ჩავიდა. "ეს რეალობაა. ეს ფაქტი იურიდიულად აღიარებულია მთელი მუსულმანური სამყაროს მიერ. მსოფლიოში არსებობს რამდენიმე ათეული მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის დინასტია წინასწარმეტყველ მუჰამედის სისხლს ატარებს", - განაცხადა დანჩენკომ.

მისივე თქმით, მარია მეფე დავითის შთამომავალიც გახლავთ, დედამისი ქართველი დეოფალი და ბაგრატიონ მუხრანსკების გვარის წარმომადგენელია, რომლებიც მეფე დავითის შთამომავლები არიან.

მართლმადიდებლებისთვის მარია ვლადიმიროვნა პატრიარქ ფილარეტის ერთადერთი შთამომავალია, რომელსაც რუსეთის ისტორია იცნობს. "პატრიარქს, ბერად აღკვეცამდე, ორი შვილი ჰყავდა. მისი ვაჟი, მიქაელი (მიხეილი) რომანოვების პირველი წარმომადგენელია, - აღნიშნა დანჩენკომ - ამით შეიქმნა უნიკალური შემთხვევა, როდესაც ერთ ადამიანში ერთდროულად სამი რელიგია გაერთიანდა. ასეთი მეორე პრეცედენტი სამყაროში ჩემთვის უცნობია", - აღნიშნულია centrasia.ru-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

ცოტნე გამსახურდია აღნიშნულ განცხადებებსა და დავით თარხან-მოურავის გამოსვლას შორის პარალელებზე წერს:

"ასეთ თვალსაზრისს შევხვდი სოციალურ ქსელში. დაფიქრებად ღირს. რაღაც საეჭვოდ ემთხვევა ყველაფერი ერთმანეთს...

რუსული ტახტის მემკვიდრედ ითვლება მარია ვლადიმიროვნა რომანოვა, დედით ბაგრატიონ მუხრანელი. ანუ მას ასევე ქართული მონარქიის ტახტზე აქვს პრეტენზია. ანუ რუსებს მზად ჰყავთ პიროვნება, რომელიც ორივე ტახტის მემკვიდრედ განიხილება. როცა მარია ვლადიმიროვნა სტუმრობდა შუა აზიას, განაცხადა რომ ის მუჰამედის ნათესავიც არის. აი რამ "აიძულა" თარხან მოურავი ეთქვა, რომ ის გიორგი მეთორმეტის და ხამზას მემკვიდრეა. საკონსტიტუციო უმრავლესობა იმიტომ სჭირდებათ, რომ აღადგინონ მონარქია, ამის პარალელურად აღდგება რუსული ტახტიც.

გეგმა მარტივია, ბრიტანული იმპერიის მოდელი, ანუ რუსული პროტექტორატები, გაფორმებული იმპერიული შეფუთვით", - წერს გამსახურდია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს