"ბავშვები ლეკვებს ჟი**ნ და რატომღაც არ ისჯებიან, ცხოველი რომ ურნად იქცა ეგ ალბათ უფრო გაუხსნით ფანტაზიას"

"ბავშვები ლეკვებს ჟი**ნ და რატომღაც არ ისჯებიან, ცხოველი რომ ურნად იქცა ეგ ალბათ უფრო გაუხსნით ფანტაზიას"

საბავშო ქალაქ "შუმბა ლენდში", რომელიც ვაკის პარკში 15 ოქტომბერს გაიხსნა, ცხოველების ფორმის  ნაგვის ურნები დადგეს. მათში ნაგვის ჩაყრა ცხოველების გაღებული პირიდან არის შესაძლებელი. "შუმბა ლენდი" თბილისის მერიის მხარდაჭერით, 4 მილიონამდე ლარის ინვესტიციით, შპს "ვაკის პარკმა" მოაწყო. ცხოველების ფორმის ნაგვის ურნებმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. მათ შორის აღმოჩნდა მომღერალი ნინა სუბლატი, რომელმაც ამასთან დაკავშირებით "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტიც გამოაქვყნა:

"ჯერ ვისაც ეს ურნები ესიმპათიურება, იმის გემოვნება რა არის, მერე კონკრეტულად ამ იდეის ჩამომსხმელ-განმხორციელებელი რა კვერცხია, რომ ეს შთააგონდა და ამის მყიდველი და დამდგმელი ხო საერთოდ ციდან მოვლენილი ფენომენი! საბავშვო პარკში რომ ისეთ რაღაცას დგამ, რაც ბავშვის გამოთაყვანებას და გემოვნების გაფუჭებას ემსახურება, ქვეყნის დიდი პრობლემაა. გემოვნება ჯანდაბას, ბავშვები ლეკვებს უპრობლემოდ ჟი**ნ და რატომღაც არ ისჯებიან, ცხოველი რომ ურნად იქცა ეგ ალბათ უფრო გაუხსნით ფანტაზიას. რამდენი დაიხარჯა საერთოდ არაა საინტერესო თემა, მაგრამ მაინც, 60 ათას ლარს რომ ამ სიმახინჯეში დებ ცოტა არაა კაი იდეა...".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს