"მერიამ ფინანსებზე არჩევნების შემდეგ მოგვმართეთო, ესაა დაპირებული მხარდაჭერა?!" - დავით ქაცარავას კრიტიკული პოსტი

"მერიამ ფინანსებზე არჩევნების შემდეგ მოგვმართეთო, ესაა დაპირებული მხარდაჭერა?!" - დავით ქაცარავას კრიტიკული პოსტი

საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"ჩემო მეგობრებო!!! ძალიან შევეცადე ეს პოსტი დამეწერა ცივი გონებით და მინიმალური ემოციით, არ ვიცი რამდენად გამომივა, თუმცა შევეცდები. ბოლო წლების განმავლობაში, ვინც თვალყურს ადევნებით ჩემს პოსტებს კანოესა და ჯომარდობასთან დაკავშირებით, შეამჩნევდით, რომ ჩემი სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულება, შეფასებები და ზოგადი მიდგომა ძალიან ლოიალური, პოზიტიური და ფაქტიურად ნულოვანი კრიტიკის შემცველი იყო. ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის ვცდილობ ვეძებო ყველაფერში პოზიტივი და ნეგატივზე უარს ვამბობ, ვცდილობ ყოველთვის რაიმე გამართლება ვუპოვო ნებისმიერ ნეგატიურ მოვლენას, გაგებით მოვეკიდო უარებს. არ ვიცი ეს რამდენად სწორია... ყოველივე ეს შესავლის ნაცვლად...

ალბათ ყველას გახსოვთ რიოს ოლიმპიადა, ზაზა ნადირაძის გამოსვლა, სიხარული, სიამაყე, გულდაწყვეტა და მომავლის იმედი, საყოველთაო ეიფორია და მთავრობის ხმამაღალი დაპირება - კანოეს ამიერიდან სხვანაირად მივხედავთო!!! ჩვენც, ფედერაციის წევრები, მწვრთნელები, სპორტსმენები ძალიან დაიმედებულები და ბედნიერები ვიყავით, ჩვენ ხომ შევძელით და ეს არაჩვეულებრივი სპორტის სახეობა გამოვიყვანეთ ღრმა კრიზისიდან და შევძელით სრულიად დამსახურებულად საზოგადოების და მთავრობის ყურადღების მიპყრობა, შევძელით დაგვერწმუნებინა ყველა, რომ აქაც დიდი პერსპექტივები გვაქვს და ჩავთვალეთ, რომ პრემიერმინისტრის სიტყვები ჩვენი სახეობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ყველამ მკაფიოდ გაიგო.

მ/წ-ის 22 სექტემბერს თბილისის ნიჩბოსნობის ფედერაციამ შეიტანა წერილი ქ.თბილისის მერიაში ამავე წლის 21-23 ოქტომბერს ქ.ფოთში ჩასატარებელ საქართველოს თასზე თბილისის კანოე-კაიაკის გუნდის მივლინებასთან დაკავშირებით. მოთხოვნილი თანხა - 2 350 ლარი, გუნდის შემადგენლობა - 10 სპორტსმენი, 3 მწვრთნელი. ტურნირის ძირითადი მიზანი - ახალგაზრდული ნაკრების ფორმირება, რომელიც მზადებას დაიწყებს მომავალ წელს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, ეს ახალგაზრდული ნაკრები კანოეს მომავალია, არის შანსი, რომ კიდევ მრავალი ზაზა ნადირაძე გამოჩნდება ასპარეზზე.

გუშინ, 18 ოქტომბერს, ჩვენ მივიღეთ პასუხი თბილისის მერიიდან - ალბათ არ არის საჭირო ახსნა რა ეწერა ამ წერილში, მაგრამ მაინც დავწერ - უარი. თანხების არ არსებობის გამო. არჩევნების შემდეგ მოგვმართეთო განაგრძეთ კითხვა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს