"როგორი მოძულებული ჰყავთ შვილი, რომელიც ქორწინების გარეშე შვილს აჩენს, ფეხმძიმედაა და აბორტის გაკეთებას აიძულებენ..."

"როგორი მოძულებული ჰყავთ შვილი, რომელიც ქორწინების გარეშე შვილს აჩენს, ფეხმძიმედაა და აბორტის გაკეთებას აიძულებენ..."

"ვუყურებ ოჯახებს და ვხედავ, როგორი მოძულებული ჰყავთ შვილი, რომელიც ქორწინების გარეშე შვილს აჩენს, რომელიც სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენს, რომელიც ფეხმძიმედაა და აბორტის გაკეთებას აიძულებენ და ასე შემდეგ.

ოჯახი თავად ხდება მოძალადე, მსხვერპლი კი ოჯახის წევრი.

ახლა გავიგე, რომ ტრანსგენდერი, რომელიც ცოტა ხნის წინათ მძიმედ დაჭრეს, ოჯახის წევრები შინ არ უშვებდნენ.

ახლახანს გავიგე, რომ კახეთში შვილს მუცელი მოაშლევინეს, რადგან ქმარი არ ჰყავდა. სამეგრელოში ცოლი სცემეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქმარი არ იყო დარწმუნებული მის ქალიშვილობაში. იმერეთშიც, ქართლშიც, სვანეთშიც და ყველგან იგივე ხდება.

არ ვიცი, რა ხდება. ოჯახები საზოგადოებრივი აზრის ტყვეობაში ექცევიან, რომელიც მსგავს რამეებს კრძალავს. და ვინ დაადგინა, რომ ეს აზრია ჭეშმარიტი ან ამ საზოგადოების წევრია უცოდველი?

ვინ განსაზღვრა, რომ ქორწინების გარეშე ბავშვის გაჩენა უფრო დიდი ციდვაა, ვიდრე აბორტი?

ვინ განსაზღვრა, რომ მოძალადე უფრო უცოდველია, ვიდრე გარემოებათა მსხვერპლი?

შეუშვით თქვენი შვილები სახლში და უარი თქვით აბორტებზე!

მოექეცით ადამიანებს ადამიანურად და არა ისე, როგორც თქვენ არ გინდათ, მოგექცნენ".

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს