"ბებიას თუ დაემსგავსა, ნორმალურ ქვეყანაში უდიდეს წარმატებებს მიაღწევს" - რას წერს ვახტანგ რჩეულიშვილი შვილიშვილზე

"ბებიას თუ დაემსგავსა, ნორმალურ ქვეყანაში უდიდეს წარმატებებს მიაღწევს" - რას წერს ვახტანგ რჩეულიშვილი შვილიშვილზე

ვახტანგ რჩეულიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ცენტრ-პოინტის" საქმესთან დაკავშირებით მორიგ პოსტს ავრცელებს:

"ცენტრ-პოინტში" კლიენტებმა შემოიტანეს 204 მლნ.$, ექსპერტების დასკვნით კი მაიამ ააშენა 210 მლნ.$-ის ფართი, ანუ 6 მლნ.-ით მეტი და კლიენტებს კიდევ შემოსატანი აქვთ 10 მლნ.$, რაც სრულად ამთავრებს ყველა მშენებლობას. აშენებულის საბაზრო ღირებულება კი დღევანდელ შემცირებულ ფასებშიც კი 350 მლნ.$-ია. ანუ გაძარცვული თავად მაიაა და კარგი გადამხდელები. ის, რომ ხელისუფლებამ ჯერ გაძარცვა და არ ეხმარება კომპანიას ერთია, (ვინაიდან ნებისმიერი ჩვენი ხელისუფლება მხოლოდ თავისიანებს ეხმარება ყოველთვის), მაგრამ უსირცხვილოდ და უკანონოდ რომ დააპატიმრა მთელი ოჯახი უკვე დასრულებული გრანდიოზული კომპლექსის გამო (თეთრი მაგნოლია") , ამას არავითარი გამართლება არა აქვს და არსად მსოფლიოში ესეთი რამ დღეს არ ხდება . თითქმის ყველა მშენებლობა გაჩერებულია და იძარცვება, ინვესტორებიც დაბნეულები არიან. ურჩი გადამხდელები მათაც არ უხდიან ფულს! აკი ვამბობდი, რომ რჩეულიშვილებისადმი დაკარგული ნდობა აქ არაფერ შუაშია და ამით ურჩი გადამხდელები მხოლოდ თავს იმართლებენ , რომ ფული არ შემოიტანონ, თორემ როდესაც სანდო კომპანიას (რომელიც 10 მეტ მშენებლობას აწარმოებს) გადავეცით ობიექტი ყიფშიძის 34-ში, 700 000$ მაგივრად 100 000 $ ძლივს შემოიტანეს- მათ უბრალოდ ფული არა აქვთ და ამიტომაც გაყვირიან "ცენტრ-პოინტმა" დაგვაზარალაო, როდესაც საკუთარი თავიც არგადახდებით თავადვე დაიღუპეს და თან კარგი გადამხდელებიც აზარალეს! გამოვიდა, რომ ცუდი გადამხდელებისა და განსაკუთრებით 20-მდე ყეყეჩი მყვირალა დაზარალებულის გამო , რომელთა ნაწილმა ხელი მოითბო საპროტესტო აქციებზე- ვინ 4000$ ვალი ჩამოიწერა, ვინ-5000$- საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი მშენებელი ქალი ციხეში ჩააგდეს..... მაიას უბრალოდ აწამებენ! მერია კი ყურსაც არ იბერტყავს- კორექტირებულ პროექტებსაც არ ამტკიცებს- ფეხებზე არ ჰკიდიათ, რომ სწორედ მათი გაგდებულები არიან ინვესტორებიცა და მათ გამო იტანჯება დღეს მთელი ჩვენი ოჯახი!

სამაგიეროდ კატო ამერიკაშია და როგორც იქ დაბადებულ ადამიანს ამერიკის პრეზიდენტობაზე შეუძლია იყაროს კენჭი! ეს მხოლოდ თეორიული შანსია ცხადია, მაგრამ ბევრ ჩვენ თანამემამულე პოლიტიკოსზე მეტი ჭკუა დღესაც აქვს უკვე და ბებიას თუ დაემსგავსა, ნორმალურ ქვეყანაში უდიდესი წარმატებებს მიაღწევს !

უფალმა დაგილოცოთ ყველას ბავშვები- ჩვენს გულშემატკივრებსაც და მტრებსაც- რათა არავინ გაწიროს სხვისი შვილი მშობლისათვის გულის მოსაკლავად, რაც მაიას და გუკას გაუკეთეს!", - წერს ვახტანგ რჩეულიშვილი.

გუკა რჩეულიშვილსა და კომპანია "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელს მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგავში ედებათ ბრალი. საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს, რომელთაგან ერთ-ერთზე - "ბათუმის მაგნოლიას" საქმეზე გუკა და მაია რჩეულიშვილებს წინასწარი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული. ბრალდებულის ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდნენ, თუმცა საქალაქო სასამართლომ დედა-შვილი რჩეულიშვილები პატიმრობაში დატოვა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს