"ბიჭები გადმოცვივდნენ, ზოგი შიგ მოიყოლა... მეგონა, ადამიანთა სასაკლაოზე მოვხვდი" - რას წერს თვითმხილველი, რომელიც სამხედროების საზარელ ავარიას შეესწრო

"ბიჭები გადმოცვივდნენ, ზოგი შიგ მოიყოლა... მეგონა, ადამიანთა სასაკლაოზე მოვხვდი" - რას წერს თვითმხილველი, რომელიც სამხედროების საზარელ ავარიას შეესწრო

კახეთში, სამხედრო ავტომანქანის გადატრიალების შედეგად, ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ, "კამაზის" მარკის" ავტომანქანაში 37 სამხედრო მოსამსახურე იჯდა. დაშავებულთა ნაწილი დედოფლისწყაროს საავადმყოფოში, ნაწილი კი - წნორში გადაიყვანეს. ამასთან, რამდენიმე ჯარისკაცი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თბილისში გადმოჰყავთ.

რუსუდან კიკილაშვილი, რომელიც ავარიას შეესწრო, "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"საშინელი დღე/და საშინელი ტრაგედია რომელიც ჩემს თვალწინ დატრიალდა. ავარია, სადაც ჯარისკაცების მანქანა გადავარდა, მანქანის ბორტზე ოცდათხუთმეტი პატარა ჯარისკაცები ისხდნენ.რომლებიც სახში მიდიოდნენ მანქანამ ორი ბრუნი გააკეთა და ეს ბიჭები გადმოცვივდნენ და ზოგი შიგ მოიყოლა. მეგონა, რომ ადამიანთა სასაკლაოზე მოვხვდი, ოცდათხუთმეტი ბიჭი რომელიც მიმოფანტულები არცერთი არ ინძრეოდა. მანქანა ჯერ კიდევ მუშაობდა და სისხლის გუბეები პანიკა და გამვლელი ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ მათ დახმარებას.

სამწუხაროდ ვერ მოხერხდა ერთის გადარჩენა და ადგილძე დაიღუპა. საშინელი ტრაგედია რომელიც არასდროს გამოვა ჩემი თვალებიდან" - წერს კიკილაშვილი.

ფოტო: რუსუდან კიკილაშვილი

იხილეთ ვიდეო

ასევე ნახეთ: ფოტოები ადგილიდან, სადაც სამხედრო ავტომანქანა გადატრიალდა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს