"25 წლის ბიჭმა გაბედა ის, რაც ვერავინ ვერასდროს ვერცერთ ასაკში..." - როგორ ულოცავს ბაჩო ახალაიას მეუღლე დაბადების დღეს

"25 წლის ბიჭმა გაბედა ის, რაც ვერავინ ვერასდროს ვერცერთ ასაკში..." - როგორ ულოცავს ბაჩო ახალაიას მეუღლე დაბადების დღეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დღეს იუბილარია. ექსმინისტრს მეუღლე ანი ნადარეიშვილი დაბადების დღეს "ფეისბუქზე" ულოცავს.

"25 წლის ახალგაზრა ბიჭმა გაბედა ის, რაც ვერავინ ვერასდროს ვერცერთ ასაკში და ცხოვრების ვერცერთ ეტაპზე ვერ გააკეთა, სრულიად გამოუცდელი პატარა ბიჭი დაუპირისპირდა ყველაზე საშიშ ინსტიტუტს - "ქურდულ სამყაროს" და წელში გატეხა საბჭოთა ქართული მაფია, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა და წინააღმდეგობისა - უზარმაზარი ქრთამის შეთავაზებით დაწყებული, სიცოცხლის მოსპობის მუქარით დამთავრებული.

მერე იყო მისთვის სათაყვანებელი ქართული არმია... 28 წლის ასაკში ჩაიბარა სრულიად დემორალიზებული ჯარი, რომელიც მალევე გაწმინდა რუსული აჩრდილისგან. 6 თვის განმავლობაში იცხოვრა რიგით ჯარისკაცებთან ერთად ყაზარმაში, რათა უფრო კარგად გაეგო მათი გულისცემა. ყველაზე პრესტიჟული გახადა სამხედრო სამსახური, სამხედრო აკადემია და კადეტთა სკოლა. ქართულმა არმიამ მოიპოვა ყველაზე მაღალი ნდობა საზოგადოებაში და რეიტინგებში საპატრიარქოსადმი ნდობასაც გადაუსწრო.

მერე იყო სამხედრო მრეწველობა, პირველი ქართული სამხედრო მრეწველობა, რომლის განხორციელება ფანტაზიის ნაყოფი ეგონა ბევრს. მან ესეც შეძლო და ყველას დაუმტკიცა, რომ მთავარია მოინდომო და ყველაფერი მიღწევადია.

32 წლის ასაკში მას ხელ-ფეხი შეუკრეს, 25-ჯერ გამოუტანეს დაპატიმრების ბრძანება უკვე ციხეში თავის ფეხით მისულს, ეს ნაბიჯიც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გადადგა, იმიტომ რომ პატივი სცა სახელმწიფო ინსტიტუტებს, ქართულ საზოგადოებას... და ბოლოს, უბრალოდ იმიტომ რომ იცოდა მართალი იყო. ამ უმძიმეს პერიოდშიც კი გამორჩეული იყო, 13-ჯერ გამართლდა, 13 სხვადასხვა მოსამართლეს ათქმევინა რომ უდანაშაულოა. მიუხედავად ამისა უკვე 4 წელია მაინც ციხეში ზის, არადა რამდენ ძალიან მაგარ საქმეს გააკეთებდა ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ.

დღეს ეს ბიჭი 36 წლის გახდა, ჯერ ისევ ძალიან ახალგაზრდაა, ყველაფერი წინ აქვს. სიბერე კი ტკბილი ექნება გაგრაში, შვილების, შვილიშვილების და შვილთაშვილების გარემოცვაში - ერთი პატარა კოხტა სახლი გაგრის სანაპიროზე და პატარა იახტა, რომელზეც ქართული ხუთჯვრიანი დროშა იფრიალებს...", - წერს ნადარეიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს