"დაუნებსაც ცრიან? არ ვიცოდი..." - როცა გაუნათლებლობას უკულტურობაც ემატება

"დაუნებსაც ცრიან? არ ვიცოდი..." - როცა გაუნათლებლობას უკულტურობაც ემატება

ერთი ჩვეულებრივი ქართველი დედის ნინო კალანდიას პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მასში საკმაოდ პრობლემატური საკითხია წამოჭრილი და საჭიროდ ჩავთვალეთ, ჩვენი მკითხველიც გაეცნოს მას. სამწუხაროა, რომ დღესაც არიან ადამიანები, რომლებსაც ელემენტარული განათლების გარდა, ელემენტარული კულტურაც აკლიათ:

"ანა ასაცრელად მყავდა დღეს წაყვანილი. ჩვენი რიგი რომ მოვიდა, შევედით, აცრეს და გამოვედი ფულის გადასახდელად. რიგში ჩემს შემდეგ მდგომი ფეხმძიმე გოგო, რომელიც მანამდეც თვალს არ აშორებდა ანას, მეკითხება:

- ის ბავშვი თქვენი შვილია? - კი-მეთქი.

- ისა და რა ჭირს?

- გრიპზე აიცრა, რა უნდა ჭირდეს?

- არა, აი,

ისა, დაუნის სინდრომი აქვს? - კი-მეთქი.

- და დაუნებსაც ცრიან? არ ვიცოდი.

ძალიან მეშლება ნერვები გაოცებული სახით დასმულ ასეთ კითხვებზე. მინდოდა რამე ცუდი მეთქვა, მაგრამ ძალიან შევეცადე წყნარად მეპასუხა, რომ დაუნებსაც ცრიან, რომ დაუნებიც ჭამენ, სვამენ, დადიან, ლაპარაკობენ, გაგიკვირდებათ და, უხარიათ კიდეც, წყინთ, უყვართ...

გამაწყვეტინა ლაპარაკი:.. განაგრძეთ კითხვა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს