უნგრელი მეღვინეს სიურპრიზი ქართველ სტუმრებს

უნგრელი მეღვინეს სიურპრიზი ქართველ სტუმრებს

Auto Bild Georgia-ს მთავარი რედაქტორი, შალვა ბუაჩიძე ფეისბუქის პირად გვერდზე უნგრეთის ერთერთ სასტუმროში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. სადაც მასპინძელი სტუმრებისთვის როიალზე "სულიკოს" უკრავს.

როგორვ ვიდეოს ავტორი აღწერს: მასპინძელი უნგრელი მეღვინე მიჰაი ლისკაია, რომელიც 10 ჰექტარ ვენახს უვლის და მისი სახელობის ღვინოც აქვს. უდავოა, რომ ქართველი სტუმრები მასპინძლის ამ ჟესტმა ძალიან გაახარა.

ცნობისთვის მუსიკის შესრულების ავტორი, ძველი რევოლუციონერია. მონაწილეობდა უნგრეთის 1956 წლის რევოლუციაში. ის 17 წლის იყო, ქვეყნიდან რომ გაიქცა.

როგორც შალვა ბუაჩიძე წერს, "სულიკოს" მუსიკის შესრულებისას, მიჰაი ლისკაიმ აღნიშნა, რომ ეს სტალინის საყვარელი სიმღერაა და სკოლაში ასწავლეს.

Auto Bild Georgia-ს მთავარი რედაქტორი უნგრეთში ახალი Opel Mokka X -ის შესაძლებლობების გამოცდაში მონაწილეობს.

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს