"ასეთი უხეშია იუმორიც და გარემოც, რაც შევქმენით ყველამ" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე ვიდეოზე, რომელმაც ინტერნეტმომხმარებლები გააღიზიანა

"ასეთი უხეშია იუმორიც და გარემოც, რაც შევქმენით ყველამ" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე ვიდეოზე, რომელმაც ინტერნეტმომხმარებლები გააღიზიანა

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, დღეს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, თუ როგორ აწვალებს ორი ახალგაზრდა მოხუც ბებოს, პოსტს ავრცელებს.

"ისე მოსწონთ თავიანთი "იუმორი", ვიდეოც კი გაავრცელეს, რომ სხვებიც აცინონ. არ იფიქროთ, რომ გასაკიცხად გამოვფინე. ამ ვიდეოს რომ ნახავ, ცხადია, მარტივია, თქვა, ოი, ოი, ოი, ეს როგორ შეიძლებაო. არადა, ასეთი უხეშია იუმორიც და გარემოც, რაც შევქმენით ყველამ. კიდევ კარგად არიან. სად უნდა ისწავლონ ადამიანობა? აქ ხომ უსისხლო უნდა იყო, ტანკში უნდა იჯდე, რომ გადარჩე? დღეს ჩამოვედი ევროპიდან. ისეთი პატარა, ციცქნა მანქანებით მოძრაობენ, ყველაფერი, რასაც თვალი ხედავს, ისე ფაქიზია, არაფერი არ გთრგუნავს. აქ კი არავინ არ ენდობა ერთმანეთს, ამ ვიწრო ქუჩებში, საათიან საცობებში "გრუზავიკებით" დადიან, ავარია თუ მოუვათ, სხვა რომ მოკვდეს. თითქოს რა შუაშია ეს ორი რამ ერთმანეთთან ხო? მაგრამ ყველაფერი, ყველა გამოვლინება შუაშია და თავშია", - წერს ფანჯიკიძე.

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ ინტერნეტმომხმარებლები აღაშფოთა. ვიდეო წყალტუბოს რაიონშია გადაღებული და youtube-ზე მარტშია ატვირთული. ვიდეოს მობილურით გოგონა იღებს, რომელიც როგორც გაირკვა, მოხუცის შვილიშვილია. კადრში ჩანს ასევე, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც კისტის თოფით ტყვიებს ესვრის მოხუცს და აწვალებს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.

წაიკითხეთ: "მოვძებნი ვინც ეს გაავრცელა და პასუხს გავცემ" - რას ამბობს გოგონა, რომლის გადაღებულმა ვიდეომ "ფეისბუქი" აღაშფოთა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს