"ძალიან ცუდად ვარ ნაზი ბებოს მონახულების შემდეგ..." - რას წერს პეტრე კოლხი მოხუც ქალბატონზე, რომლის ყოფამ "ფეისბუქი" შეძრა

"ძალიან ცუდად ვარ ნაზი ბებოს მონახულების შემდეგ..." - რას წერს პეტრე კოლხი მოხუც ქალბატონზე, რომლის ყოფამ "ფეისბუქი" შეძრა

90 წლის ნაზი სეფიაშვილის ისტორიამ "ფეისბუქი" შეძრა. მოხუცი ქალბატონის შესახებ მასალა კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოამზადა. როგორც გაირკვა ნაზი სეფიაშვილი ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში შვილთან ერთად ცხოვრობს. მოხუცი 5 წელია ლოგინად არის ჩავარდნილი და მისი პენსია ოჯახის ერთადერთი შემოსავალია.

"ხან სამი დღე ვარ მშიერი. მრცხვენია, რომ ვთქვა, მაგრამ მოხარშული კვერცხი მინდა, ისიც არ მაქვს. 9 თებერვალს გახდება ორი წელი, რაც დახმარება აღარ აგვიღია. შვილიშვილი რომ მომიკვდა, იმის შემდეგ მოგვიხსნეს. დიდი სახლი გაქვთო. სახლს ხომ არ შევჭამ? არც ძროხა მყავს, არც ქათამი, არც იხვი, არაფერი. ეს ერთი ინვალიდი ბიჭი მყავს და ეგ არის. მაგანაც როგორ უნდა მომიაროს, თვითონ არის მოსავლელი", - ამბობს ნაზი სეფიაშვილი "კახეთის საინფორმაციოს ცენტრთან" საუბრისას.

იხილეთ: "ხან 3 დღე ვარ მშიერი, მრცხვენია რომ ვთქვა, მოხარშული კვერცხი მინდა და ის არ მაქვს, რომ შევჭამო" - 90 წლის მოხუცის ემოციური ამბავი

მასალის გამოქვეყნების შემდეგ ინტერნეტმომხმარებლების დიდმა ნაწილმა ნაზი სეფიაშვილის ოჯახის დახმარების სურვილი გამოთქვა. როგორც აღმოჩნდა, ბევრმა მათგანმა მოხუცი ქალბატონი პირადად მოინახულა, მათ შორის არის მამა პეტრე კოლხი, რომელიც ნაზი სეფიაშვილის მონახულების შემდეგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"ცუდად ვარ, ძალიან ცუდად... ნაზი ბებოს მონახულების შემდეგ, ადგილობრივებმა მთხოვეს, კიდევ ერთი უპატრონო მოხუცია, იქნებ შეუაროთო... ნაზი ბებოს კვერცხი მაინც ენატრებოდა, მეორეს ჭამის სურვილიც გამქრალი აქვს... აი, ეს არის ჩვენი ნამდვილი საქართველო..." - წერს პეტრე კოლხი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს