"ეს კოლექტიური შეფასებები და სხვა ბავშვების პლუსებსა და მინუსებზე 20 მშობლის თანდასწრებით საუბარი ბავშვობიდან მთრგუნავდა" - გრიგოლია ჯეჯელავაზე

"ეს კოლექტიური შეფასებები და სხვა ბავშვების პლუსებსა და მინუსებზე 20 მშობლის თანდასწრებით საუბარი ბავშვობიდან მთრგუნავდა" - გრიგოლია ჯეჯელავაზე

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია "ფეისბუქის" პირად გვერდზე განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებას ეხმაურება, სადაც მან მშობელთა კრების შესახებ ისაუბრა:

"დიახ!!!! სრულიად ვეთანხმები. ეს კოლექტიური შეფასებები და სხვა ბავშვების პლუსებსა და მინუსებზე 20 მშობლის თანდასწრებით საუბარი ბავშვობიდან მთრგუნავდა და მამწარებდა. საყოველთაო ჭორაობის საგნად რომ გვაქცევდნენ ხოლმე ბავშვებს და უკვე მერე, ჩვენს შვილებს მშობელთა კრებებზე. ძალიან მომწონს მე ეს კაცი, განათლების მინისტრი. უმაგრესი ტიპია. პრაქტიკულად, ყველაფერში ვეთანხმები, რასაც ამბობს ხოლმე", - წერს გრიგოლია.

მშობელთა კრების ფორმატი მოძველდა და საჯაროდ განხილვა, ბავშვების სირთულეებისა თუ მიღწევების, არ არის კარგი შემთხვევა, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა რამდენიმე დღის წინ პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

მისი თქმით, მშობლებთან მუშაობაა გასაძლიერებელი. "მოგეხსენებათ, რომ მშობელთა კრების ფორმატი მოძველდა და საჯაროდ განხილვა ბავშვების სირთულეებისა თუ მიღწევების, არ არის კარგი შემთხვევა. თქვენ, როგორც საუკეთესო პედაგოგები, სწორედ ამას აკეთებთ და ინდივიდუალურად ისედაც მუშაობთ მშობლებთან. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს დავაკანონოთ, შესაბამისად, ეს საათების და კრედიტების წყარო გახდეს. მშობლებთან დამატებითი მუშაობაც ნებაყოფლობითია", - განაცხადა ჯეჯელავამ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს