"საქართველოსთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი იქნება" - რას წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია ტრამპისა და ამერიკის შესახებ

"საქართველოსთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი იქნება" - რას წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია ტრამპისა და ამერიკის შესახებ

დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტია. რიგითი ამერიკელების ნაწილი ირონიით უყურებს ახალ პრეზიდენტს, ხოლო ნაწილი "ღამის კოშმარად" მოიხსენებს მის გამარჯვებას. ტრამპის გაპრეზიდენტება იყო დღის მთავარი თემა საქართველოშიც.

აშშ-ს ახლადარჩეულ პრეზიდენტთან დაკავშირებით ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება ამონარიდები წლების წინანდელი წინასწარმეტყველებებიდან, სადაც ვკითხულობთ:

"როგორც აღმოჩნდა, ჩვენს მკითხველებს კარგად ხსომებიათ ქალბანტონი ლელას ჩანაწერები ამ საკითხთან დაკავშირებით და მრავალი მათგანი უკვე შეგვეხმიანა კიდეც.

იმათთვის კი, ვისაც ჯერ არ წაუკითხავს ან არ ახსოვს გაზეთებსა და წიგნებში წლების განმავლობაში გამოქვეყნებული წინასწარმეტყველებები, ჩვენ სპეციალური ანაკრები მოვამზადეთ, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.

ნახეთ ვიდეო| დანამდვილებით ვიცი, რომ მისი პერიოდი არის ძალიან მოკლე - რას წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია ტრამპის პრეზიდენტობაზე

1994 წელი, 1 დეკემბერი, დილის 10 საათი.

[მომავალში ] ამერიკაში "რესპუბლიკელები" მოვლენ სათავეში. საქართველოსთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ, რომ ამერიკა რეალურად დაგვეხმარება.

გავდივართ ნატოს ხაზით.

გაეროში აირევიან. ამერიკა - ნატოს ჯარები, იწყებენ მოქმედებას. აქ უშვებენ შეცდომებს პოლიტიკური ხაზით და ეს არის დასაწყისი მუსლიმური ომისა!!!

აფხაზნი - აფსუები, ვხედავ, მომავალში გადადიან თურქეთში; დაიწყება მასიური გასვლა საქართველოდან. ვინც გავიდა, უკან აღარ დაბრუნდება. ქართველები ისევ ქართველებად გადმოეწერებიან და აფსუები, როგორც ერი, აღარ იარსებებს მომავალში.

ოსები განლაგდებიან ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე; არ ექნებათ სურვილი მხოლოდ სამაჩაბლოში კი არა, არამედ საქართველოში დაბრუნებისა.

1995 წელი, 11 აპრილი, დღის 2 საათი.

მსოფლიო იწვის! აირევა ყველაფერი. ქრისტიანული სარწმუნოება განიცდის უზარმაზარ კრახს.

ამერიკის დაშვებული შეცდომები გამოუსწორებელია. თვითონ ამერიკას ძალიან გაუჭირდება საშინაო საქმეებში. მოდიან "რესპუბლიკელები" ისინი თითქოს რაღაცას აღწევენ, მაგრამ მსოფლიოს ცეცხლი მაინც წაეკიდება და ვერ შეაჩერებენ.

იძაბება აზიის ქვეყნები. ირანი პირველ ადგილზე გამოდის, ანუ ყურადღების ცენტრში ხვდება.

1998 წელი, 19 დეკემბერი.

მე უკვე აღვნიშნე 1992-1993 წლებში ამერიკაში "რესპუბლიკელების" მოსვლა - პიროვნებისა, რომელიც ძალიან დიდი ნაციონალისტია და თაყვანს სცემს და ერთგულია ქრისტესი, ჯვრისა. ნამდვილი ღვთის გამოგზავნილი რისხვა იქნება მუსლიმებისათვის, ვხედავ. [წინა პრეზიდენტების] დაბომბვა მოენატრებათ მუსლიმებს!

2001 წელი, 25 ოქტომბერი, დღის 2 საათი.

[მომავალში] ამერიკა ისევ ძლიერ საფეხურზე დგას. მიწის პირიდან აღგვიან "რესპუბლიკელები" მუსლიმებს. მსოფლიო აღიარებს, რომ ნატო შეურყეველი, დიდი ძალაა. ჰოდა, ამ ძალების დემონსტრირების შანსს ამერიკა ხელიდან არ გაუშვებს. იგი რჩება უძლიერესად მსოფლიოში. რუსები თამაშს იწყებენ, რითაც წააგებენ.

2010 წელი, 20 მარტი.

ძალიან ბევრი რამ შეიცვლება ასევე შეერთებულ შტატებშიც. დღევანდელი ამერიკული პოლიტიკა, ასე ვთქვათ, არ იცავს საქართველოს. მათმა პრეზიდენტმა არ იცის, რა სურს. დიახ, ეს ასეა. იგი ძალიან სუსტი პრეზიდენტია მათ შორის, რომელკიც კი ამერიკას ჰყოლია დაარსების დღიდან. ჰოდა, მალე მოიმკიან საკუთარი პოლიტიკის უარყოფით ნაყოფს. სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს მთავრობა!

ვხედავ, მოდიან "რესპუბლიკელები", რაც ჰაერივით სჭირდება ამერიკას. დიახ, დღევანდელი მთავრობა საერთოდ ვერ წყვეტს უმნიშვნელოვანეს საკითხებს, ისინი მხოლოდ ლაპარაკობენ და მეტი არაფერი, მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვლება!

2010 წელი, 30 მარტი, თბილისი.

მოდიან, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, "რესპუბლიკელები“, მოდის ნაცნობი სახე საქართველოსთვის. აი აქ უფუჭდება რუსეთის მთავრობას ხასიათი. მათ უამრავი სიურპრიზი ელით. მომავალში იწყება, ვხედავ, ახალი პოლიტიკის ერა მსოფლიოში.

"რესპუბლიკელი" პრეზიდენტი მეომარია, უკან დახევა არ სჩვევია, თამამად აიღებს თავზე ურთულეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. იტყვის, ბატონებო, დრო არ ითმენს, წავაგებთო და რუსულ პოლიტიკას უკან ჩამოიტოვებს. იგი ძალიან დაუნდობელიცაა, მაგრამ ვხედავ, მისი პოლიტიკა იმაზე მეტად სამართლიანია, ვიდრე დღევანდელი მსოფლიოს პოლიტიკა.

2010 წელი, 25 ივლისი.

ამერიკის მთავრობაც იცვლება, ვხედავ. სათავეში "რესპუბლიკელები" მოდიან და ეს ძალიან სჭირდება ამერიკას - ასეთი ცვლა, ვინაიდან დღევანდელობიდან გამომდინარე, როგორც ადრეც ვიწინასწარმეტყველე, "დემოკრატი" პრეზიდენტი ვერაფერსაც ვერ გააკეთებს, გარდა იმ დიდი შეცდომების დაშვებისა, რასაც ამერიკელი ხალხი არ აპატიებს.

2014 წელი, 13 დეკემბერი, 20 საათი და 30 წუთი.

რუსეთი ძალიან ცუდ დღეშია. ამერიკა არცერთ შემთხვევაში არაფერს დაუთმობს კრემლს. ვხედავ, პუტინის ეპოქა დამთავრდა და მას წერტილს ამერიკის სათავეში მოსული რესპუბლიკელები დაუსვამენ.

ისევ ვიმეორებ, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დავიბრუნებთ, რანაირი ხელშეკრულებებიც არ უნდა გააფორმოს რუსეთმა აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ, სამხრეთ ოსეთთან, ანუ სამაჩაბლოსთან, რანაირი კანონებიც არ უნდა მიიღონ, არაფერი გამოუვათ. ისინი საქართველოს დაქუცმაცებას ვერ მოესწრებიან, ქართულ მიწებს ვერ დაიკანონებენ!

2014 წელი, 16 დეკემბერი, 17 საათი და 45 წუთი.

იცოდეთ, კოსმოსი - ეს არ არის თამაში და გართობა და ვინც ამას თამაშად ღებულობს, ვაი მას, რამეთუ უდიდეს დარტყმას მიიღებს. კოსმოსი უფლებას არ მისცემს შავ ძალებს, რომ ფრთები გაშალონ. დღეს რუსეთს, რაღა თქმა უნდა, კოსმოსი უპირისპირდება ამერიკელი რესპუბლიკელების სახით, რომლებიც იმდენად ძლიერ შეტევას განახორციელებენ, რომ თავადვე გაუკვირდებათ.

რას წერს "ფეისბუქში" ზაზა სარალიძე სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნპრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნების შესახებ

"შვილმა დამიტოვა ფული, მინდა ჩემს სამშობლოს მივეხმაროო" - მოხუცმა ქალმა ხელოვნების სასახლეს 500 ლარი შესწირა

ნანუკა ჟორჟოლიანი შრი-ლანკაზე შვილებთან ერთად ისვენებს - ნახეთ ფოტოები