"ზღაპრების დღევანდელი დღის წესრიგით შეფასება სიბრიყვეა" - ახალგაზრდა ფილოსოფოსის პასუხი განათლების მინისტრს

"ზღაპრების დღევანდელი დღის წესრიგით შეფასება სიბრიყვეა" - ახალგაზრდა ფილოსოფოსის პასუხი განათლების მინისტრს

ფილოსოფოსი და ბლოგერი გური სულთანიშვილი განათლების მინისტრსა და მის პოლიტკორექტულ დამოკიდებულებაზე კომბლეს მიმართ "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

"ზღაპრების დღევანდელი დღის წესრიგით და პოლიტკორექტულობით შეფასება სიბრიყვეა, ხოლო ჩვენი მინისტრის მხრიდან ამ სიბრიყვეს ემატება ნახევრად ეპატაჟის ნიშნებიც, უკონცეფციო ეპატაჟის.

უმბერტო ეკო როდესაც საუბრობს ნაწარმოების პერსონაჟებზე, ანუ სემიოტიკურ გმირებზე ამბობს, რომ ლიტერატურის კითხვა ნიშნავს, იცოდე, პერსონაჟის ბედში ვერაფერს შეცვლი და რომანიის შესაძლო სამყაროში შესვლა ნიშნავს დათანხმდე, რომ ამბები სამუდამოდ ამგვარად განვითარდა, ჩვენი სურვილების გვერდის ავლით. უნდა შევეგუოთ ამ ფრუსტრაციას, და მისი საშუალებით, შევიგრძნოთ ბედისწერის ჟრუანტელი.

პოლიტკორექტულობა სიგიჟეა, უცოდინრობა, ის აკრიტიკებს არისტოტელეს სექსიზმის გამო, აკრიტიკებს კანტს სექსიზმის გამო და ა.შ.

არადა ზუსტად ამ არაპოლიტკორექტული ენით მივიდნენ ისინი პოლიტკორექტულობამდე. არისტოტელე დაცალო სექსიზმისაგან, კომბლე ძალადობისაგან (რომელიც კაცმა არ იცის რატომაა მოძალადე) და წითელქუდა აქციო გენდერულად ნეიტრალურ გმირად, მივიღებთ ისტორიას, რომელიც არ ყოფილა, ისტორიას დაცლილს შინაარსისგან, თავდაპირველი მნიშვნელობებისგან, რასაც ჟიჟეკი უკოფეინო ყავას და უალკოჰოლო ლუდს უწოდებს.

არსებობს "წითელქუდას" პოლიტიკურად კორექტული, სატირული ვერსია, სადაც მას მიაქვს ბებიასთან ჯანსაღი, გლუტენ ფრი საკვები და მინერალური წყალი, თანაც იმიტომ კი არა რომ ეს ქალის საქმეა, არამედ იმიტომ, რომ ქალთა თემმა ასე გადაწყვიტა. ბებია უხმობს მოდი ახლოსო იმიტომ კი არა, რომ ვეღარ ხედავს, იმიტომ რომ ოპტიკურად განსხვავებულია. როდესაც წითელქუდა შენიშნავს, რომ ის მგელია, მგელი ამბობს, რომ მე ჩემ თავს ასეთად აღვიქვამო, ანუ ბებიის იდენტობაში და არ აფასებ ჩემს პირად სივრცესო, როდესაც მონადირე დახმარებას გადაწყვეტს მაინ წითელქუდაც და მგელიც მონადირეს უპირისპირდებიან და ამხელენ სექსიზმში.

ასევე მეორე ვერსიაც არსებობს "წითელქუდასი", სადაც ამბავს საერთოდ ვერ ყვები, რადგანაც ჯერ ბავშვთა უფლებების დამცველები გაკრიტიკებენ ბავშვის ტყეში სიარულზე, შემდეგ ცხოველთა უფლებების დამცველები მგლის მკვლელობაზე და ა.შ.

მოკლედ ბატონო მინისტრო ფუნდამენტურად მცდარი ხართ და უნიათო მცდელობებია ეგენი. ისტორია ეგრე არ იცვლება".

წაიკითხეთ ასევე: კომბლეს ღია წერილი ალექსანდრე ჯეჯელავას

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს