"მილანის" ორი ლეგენდა - ფოტო პაოლო მალდინის ინსტაგრამიდან

"მილანის" ორი ლეგენდა - ფოტო პაოლო მალდინის ინსტაგრამიდან

"მილანის" ორი ლეგენდა - ასე აფასებენ ფოტოს, რომელიც ახლა უკვე პოლიტიკოს, კახი კალაძესთან ერთად იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, პაოლო მალდინმა "ინსტაგრამზე"  გამოაქვეყნა.

კახი კალაძეს მილანის და იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა მცველმა, ყველა დროის სამაგალითო სპორტსმენმა, პაოლო მალდინმა იტალიაში უმასპინძლა.

"მადლობა ვახშამისთვის. ყოველთვის სასიამოვნოა თქვენი და თქვენი ოჯახის ხილვა" - წერს მალდინი.

პაოლო მალდინი და კახი კალაძე ნაკრებში წლების მანძილზე თამაშობდნენ.  მალდინს კარიერის მანძილზე "მილანის" რიგებში 900-მდე ოფიციალურ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, რაც კლუბის რეკორდია. იტალიის ნაკრებში მას 126 მატჩი აქვს ჩატარებული და მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჩამორჩება. ესენი არიან: ფაბიო კანავარო (136) და ჯანლუიჯი ბუფონი (159). პაოლო "მილანის" საკულტო ღმერთია, ასე ახასიათებენ მას იტალიური ფეხბურთის გულშემატკივრები.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს