"ალბათ ასეთები არიან წმინდანები..." - ცოტნე გამსახურდიას პოსტი, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ

"ალბათ ასეთები არიან წმინდანები..." - ცოტნე გამსახურდიას პოსტი, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ

"ქუჩაში მუდამ ვაკვირდები გაჭირვებულ ადამიანს. ვაკვირდები, რათა თავად არ დავკარგო ადამიანი საკუთარ თავში. ვიხსენებ, რომ ეს არსება ჩემსავით აქ, ამ სამყაროში და ამ დროში დაიბადა. ვერავინ დაამტკიცებს, რომ ყოფიერების მისტერიაში ვინმეს ყოფნა ან თუნდაც არყოფნა უფრო მნიშვნელოვანია. ყველა და ყველაფერი თანაბრად სრულუფლებიანი ნაწილია ერთიანობის.

ხდება, როდესაც საკუთარი საქმით, პრობლემებით გართულს მავიწყდება ყველაფერი რაც ჩემს ნაჭუჭს არ ეხება. მეზიზღება ამ დროს საკუთარი თავი. და უცებ მახსენდება გამოცდილება, უმძიმეს დღეებიდან გამოტანილი, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. ის, რასაც ვეღარაფერი დამავიწყებს ან წამართმევს...

სხვადასხვანაირია გაჭირვების სახე. სხვადასხვა კვალს ტოვებს სახეზეც. ამ მრავალსახეობაში ყველა თავისებურად ვლინდება. ეს შეიძლება იყოს უსაქმური მათხოვარი ბავშვი, ქალი - ეშმაკურად მოთამაშე მიმიკებით, თუ დავრდომილი მოხუცი, რომელსაც სამყაროს ზიზღი ამჩნევია. მაგრამ დღეს სრულიად განსაკუთრებული ვნახე.

საღამოს რუსთაველზე იჯდა ის ქალი. ჭაღარა იყო, სწორი ნაკვთებით. რაღაც ლაბადის მსგავსი ესხა ტანზე, საკუთარი თმების ფერი. და დახუჭული ჰქონდა თვალები... სრულიად მშვიდი, უბოროტო, ფატალურად აუღელვებელი იყო. ალბათ ასეთები არიან წმინდანები: ისინი, ვინც ბოლომდე მიიღო სამყაროს სამსალით სავსე ფიალა... მიიღო ისე, რომ თავი არ აურიდებია.

ისინი, ვინც გაიგო ამ სიზმრის ამაოება..."

ცოტნე გამსახურდია

მაკა ასათიანი ბებია ხდება - ნახეთ, როგორ გამოიყურება დიზაინერის ორსული რძალი

"ჩემზე შურისძიებას ცდილობენ, ბავშვების დარდი არ აქვთ" - რას წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი მას შემდეგ, რაც მერიამ რუსთაველის გამზირიდან მისი კარავი აიღო

5 ამბავი, რომელსაც "ფეისბუქზე" 2019 წელს ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა