"რუსეთუმეობა, მისი ყველა ფორმით - სირცხვილია!" - გიორგი ქადაგიძე

"რუსეთუმეობა, მისი ყველა ფორმით - სირცხვილია!" - გიორგი ქადაგიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე "რუსეთუმეობის" შესახებ პოსტს აქვეყნებს:

"დღიდან იმპერიული ამბიციების გაჩენისა:

1. არ შეუსრულებია არც ერთი ნაკისრი ვალდებულება

2. გააქცია პირველი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, დაამხო პირველი პრეზიდენტი, ცდილობს გაანადგუროს ნებისმიერი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი მის არეალში

3. რეპრესიებით, შიმშილით, პირდაპირი და ირიბი სამოქალაქო პროვოცირებით გაანადგურა ერის საუკეთესო შვილები

4. საუკუნეა გვართმევს ტერიტორიებს, ანადგურებს ეკლესიებს და არ ცნობს ტერიტორიულ მთლიანობას

5. ყველა ქვეყანა რომელიც მის ორბიტაზეა, მოკავშირეა ან "მეგობარი" იხრჩობა კორუფციის, უიმედობის და სიღარიბის ჭაობში (აფრიკის მერე მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებშია)

6. ყველამ ვინც დააღწია თავი ამ ქვეყანას დღეს განვითარების შეუქცევად გზაზე მყოფი ქვეყნებია.

რა უნდა გააკეთოს კიდევ ჩრდილოელმა რომ ეროვნული კონსესუსი შედგეს - რუსეთი მტრული და ოკუპანტი სახელმწიფოა?!

გულწრფელად ვირწმუნოთ რომ ერთადერთი გზა ეკონომიკურად ძლიერი და დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყნის შენებაა.

რუსეთუმეობა, მისი ყველა ფორმით - სირცხვილია!".

"შეგვიძლია მსოფლიოს შევთავაზოთ საქართველო, როგორც სამოთხე საცხოვრებლად და საქმის საკეთებლად" - რა შესაძლებლობას უჩენს კრიზისი საქართველოს

"ეცადეთ იძინოთ მუცელზე, ეს წამალზე უკეთესია ფილტვების დასაცავად" - აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმის რჩევები, COVID-19-ის მსუბუქ ფორმასთან საბრძოლველად

"შეხვედრამდე, ჩემო ერთადერთო. მადლობა, რომ მე ამირჩიე..." - ყოფილი დეპუტატი რატი სამყურაშვილი გარდაიცვალა