თეა წულუკიანს ელენე ხოშტარიასადმი რეპლიკის გამო "ფეისბუქში" აკრიტიკებენ

თეა წულუკიანს ელენე ხოშტარიასადმი რეპლიკის გამო "ფეისბუქში" აკრიტიკებენ

"ქალბატონო ელენე, ნუ შემაწყვეტინებთ, მე არც ბავშვობაში ძველბიჭობაში არ გეჯიბრებოდით. არც ფეხბურთში არ გეჯიბრებოდით, მე წიგნს ვკითხულობდი. ყოველთვის სხვადასხვა ადგილას ვიყავით და ვართ. მე როცა წიგნს ვკითხულობდი, თქვენ პლეხანოვზე ძველბიჭობდით. ეს არ არის ჩემი სტილი" - ასე მიმართა თეა წულუკიანმა პარლამენტში ელენე ხოშტარიას. იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა კომიტეტის სხდომაზე სამოქმედო გეგმების წარდგენის შემდეგ, უმცირესობის და უმრავლესობის დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. მისი რეპლიკა ხოშტარიასადმი, სწორედ ერთ-ერთ შეკითხვას მოჰყვა.

იხილეთ ვიდეო

ფრაზა - "მე როცა წიგნს ვკითხულობდი, თქვენ პლეხანოვზე ძველბიჭობდით", მალევე მთელმა ფეისბუქმა აიტაცა. ინტერნეტმომხმარებლები იუსტიციის ყოფილ და ამჟამად მინისტრობის კანდიდატ წულუკიანს აკრიტიკებენ ოპონენტისადმი გენდერულად დამამცირებელი რეპლიკის გამო:

ია ანთაძე, მედია-ექსპერტი

მეორე კლასიდან სკოლის დამთავრებამდე ელენე ხოშტარიას კლასის დამრიგებელი ვიყავი. რთული პერიოდიც ერთად გამოვიარეთ და არართულიც. "ვარსკვლავების კლასში" ლაკა ერთ-ერთი ყველაზე ბეჯითი, შრომისმოყვარე და გულმხურვალე ადამიანი იყო. და, სხვათა შორის, ტონა წიგნი აქვს წაკითხული ბავშვობაში.

ანა დოლიძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

2006 წელს ოქრუაშვილი გამომივარდა ტელევიზორში და ორი წიგნი არ აქვს წაკითხული ამ პირდაუბანელ დედაკაცსო, თქვა. დღეს წულუკიანი გამოვიდა და მსგავსი შინაარსის, გენდერულად დამამცირებელი სიტყვებით მიმართა ელენე ხოშტარიას. მიუღებელი და უგემოვნო საქციელია, მით უმეტეს იმ ადამიანისგან, რომელიც ფემინისტად ასაღებს თავს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ელენესთან სოლიდარობა, პარტიული და პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. P.S. გირგვლიანის საქმის აქციებზე არაერთხელ მინახავს ელენე და მისი ძმა გუგა საერთოდ ამ მოძრაობის ცენტრში იყო. ზოგ ზოგიერთებს კი ეს საქმე ფურცლებიდან თუ გაუგიათ.

ზვიად ქორიძე, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე

იუსტიციის მინისტრის გამოსვლას საკომიტეტო მოსმენაზე ბევრი რეპლიკა მოყვა საზოგადოებაში. მე არ ვცდილობ, ვარკვიო, რომელმა პოლიტიკოსმა ბავშვობაში რა წიგნები იკითხა, ამ კითხვიდან რა დასკვნები გამოიტანა. ამაზე ყველაზე უკეთ პოლიტიკოსთა ლექსიკა, სინტაქსი და მათი გამოსვლის პათოსი მეტყველებს. მე იუსტიციის მინისტრის საჯარო გამოსვლის ერთ ფრაზაზე გავამახვილებ ყურადღებას: თეა წულუკიანმა ელენე ხოშტარიას უთხრა- "მე არც ფეხბურთში გეჯიბრებოდით". ამ ფრაზას კვებავს ჩვენს პატრიარქალურ საზოგადოებაში გაბატონებული სტერეოტიპი, რომ ფეხბურთი ქალის საქმე არ არის. ეს ხედვა პრინციპულად ეწინააღმდეგება მსოფლიო საფეხბურთო თემის განვითარების ტენდენციებს და აძლიერებს სტიგმას. ამიტომ ვერ ბედავენ საქართველოში ქალები ფეხბურთის თამაშს და ვინც ბედავს, სამარცხვინო შედეგს იღებს, რადგან არაპრესტიჟულად მიიჩნევენ ჩვენში ქალთა ფეხბურთს. ამ დროს მსოფლიოში ქალთა ფეხბურთი ახალ სიმაღლეებს იპყრობს. საჭიროდ მიმაჩნია, რომ იუსტიციის მინისტრის ამ რეპლიკას აუცილებლად უნდა უპასუხოს ფეხბურთის ფედერაციამ, მით უმეტეს ფედერაციის პრეზიდენტი და იუსტიციის მინისტრი ერთი პოლიტიკური გუნდის წევრები არიან.

თამარ ჩერგოლეიშვილი, "ტაბულას" დირექტორი: კომენტარსაც არ გავაკეთებ, ისეთი საბრალოა

გიორგი ონიანი, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

ქალბატონო მინისტრო, თქვენ რომ არ დაიღალეთ იმ 9 წელზე აპელირებით ეგ თქვენი არჩევანია და გასაგებია, მაგრამ

1. 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებმა დაადასტურა, რომ საქართველოს მოსახლეობის მესამედი ნდობას უცხადებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. რაც ამტკიცებს რომ მათ აქვთ ხალხის ნდობა და მანდატი არათუ არსებობის, არამედ წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოს პარლამენტში როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა.

2. ბევრი ძალიან კვალიფიციური პროფესიონალია ენმ-ში, და ელენე ალბათ ერთ-ერთი გამორჩეულია მათ შორის. (ერთად ვსწავლობდით და ნამდვილად ვიცი რომ ბეჯითობაში და წიგნის კითხვაშიც ვერ შეედრება ბევრი - ლიტერალლყ ბიბლიოთეკიდან არ გამოდიოდა.)

ასე რომ, ყველასთვის, მათ შორის თქვენთვის და პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის უმჯობესი იქნება თუ თქვენც რაც შეიძლება მალე გაიაზრებთ თანამშრომლობის აუცილებლობას და გადახვალთ კონსტრუქციული თანამშრომლობის თუ არა კონსტრუქციული ოპონირების რეჟიმში და ერთად წაწევთ წინ ამ ქვეყანას. შეგახსენებთ, რომ ამ ქვეყნის პროგრესზე (და რეგრესზე) პასუხისმგებლობა ახლა თქვენ და თქვენს პოლიტიკურ გუნდს ეკისრება.

P.S ისე, ადამიანურადაც დამღლელია და ძალიან ცუდად ჩანს ეს თქვენი ვითომ-ენამოსწრებული გაბოროტებული კომენტარები ყველას მიმართ ვისაც არ ეთანხმებით.

მაია ორჯონიკიძე, მხატვარი:

გულწრფელად მენანება ელენე ხოშტარია ამ პატარა ვირთხის გასაკენწლად, მაგრამ მათ ჰქონდათ უკეთესი არჩევანი და არ გამოიყენეს. მთელ "გამიჯნულ" ენმ-ში ყველაზე მეტად ეს გოგო მენანება!

ნათია კობერიძე, ტელეწამყვანი

წულუკიანს პლეხანოვზე ბიჭების ყურადღება ნდომებია და იმიტომაა ასე დატანჯული. საწყალი!

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი

წულუკიანზე ღადაობა პოსტებს ფბზე, ვერ კითხულობს ქვეყნის ის ნაწილი, ვისაც მიწა აქვს დასათოხნი, ცხოველი საძოვარზე გასაყვანი, გამოცდა ჩასაბარებელი, ვიღაცის შვილი მოსავლელი, ვინც ემიგრაციაშია წასული-სხვას უვლის...

არადა საქართველოს ძირითად ნაწილს სწორედ ისინი წარმოადგენენ. ვინც აქ არ იხარშება და არ ესმის, ეს რაღაცნაირი კრიტიკა. მინისტრები ასე რომ არ უნდა იქცეოდნენ ფაქტია, ისევე, როგორც დეპუტატები არ უნდა ყვიროდნენ სულს ამოგხდითო, მაგრამ ესაა ქართული პოლიტიკის რეალობა. ანუ, წულუკიანებს პარლამენტში უნდა უპასუხოთ. მათ შორის უნდა შეახსენოთ, რომ მამამისი სიკვდილს უსჯიდა ადამიანებს, განსაკუთრებით მაშინ როცა ოთო კახიძეს საქმიანობას დაუწუნებს.

ხომ ამბობდით ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ, დისკომფორტი რომ შევუქმნათ ქოცებსო და ჯერ-ჯერობით პირიქით ხდება, თორემ კრიმინალების ძეგლის ავტორი, რომ ელენეს არ უნდა "ებლატავებოდეს" მეც ვიცი.

გრიგოლ გეგელია, ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში

პატარა თეა კარგი გოგოა.

პატარა თეა ბევრს კითხულობს.

ხანდახან ფანჯარასთან მივა და ცუდ გოგოებს გახედავს, რომლებიც ფეხბურთს თამაშობენ.

მაგრამ, პატარა თეა კარგი გოგოა და მათსავით არ ცდუნდება.

პატარა თეა დიდი გოგო გაიზრდება და სამართლიანობას დაამყარებს.

პატარა თეა ჯერ ბევრ წიგნს წაიკითხავს.

პატარა თეა კარგი გოგოა. ამბობს პატარა თეა"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს