"ყველა შენს ვალს ამერიკულ ბანკებში მე დაგიფარავო..." - ვინ შესთავაზა ნუცა შანშიაშვილს ქმართან დაშორება მდიდრული ცხოვრების სანაცვლოდ

"ყველა შენს ვალს ამერიკულ ბანკებში მე დაგიფარავო..." - ვინ შესთავაზა ნუცა შანშიაშვილს ქმართან დაშორება მდიდრული ცხოვრების სანაცვლოდ

მომღერლი ნუცა შანშიაშვილი "ფეისბუქზე" ამერიკაში გადახდენილი უცნაური ისტორიის შესახებ წერს.

"მინდა გაგიზიაროთ ამბავი, რომელიც შემემთხვა გუშინ. მთელი ცხოვრება ვდგევარ არჩევანის წინაშე, ფული, უზრუნველყოფილი მომავალი თუ დამოუკიდებლობა და თავისუფლება.. მოკლედ ორი დღის წინ დავდე ჩემი ახალი საჩუქარი, ულამაზესი ბეჭედი. ბეჭდის მეპატრონემ,რომელთანაც ვმეგობრობ 10 წელია, ქალბატონმა ირინამ, დამირეკა გუშინ და მთხოვა მივსულიყავი მასთან შეხვედრაზე სასტუმრო მერიოტში.. ისე ადრე თუ უჩუქებიათ ძვირფასი სამკაულები ყოველთვის კონცერტის ან სპექტაკლის დროს, ამიტომ ძალიან გამიკვირდა ამ ქალმა უეცრად რატომ გამომიგზავნა ეგეთი ზვირფასი საჩუქატი. მოკლედ მივედი მრიოტში ჩვენ საყვარელ რესტორანში,რომელიც ნელა წრიულად მოძრაობს და მთელ მანჰეტენს გადაჰყურებს.. მობრძანდა ირინაც.ქალი რომელიც არის ერთერთი ნავთობის მაგნატის ცოლი, რომელსაც ყავს შვილი იგორი 38 წლის.. მასაც ვიცნობ.  მოკლედ ამ ქალმა თავისი 6ჯერ მოჭრილი ცხვირი ერთიორჯერ მოიფხანა და დაიწყო..

ჩემო ნუცოჩკა ეს ბეჭედი და სხვა მრავალი ჩემზე იყოსო.. ყველა შენს ვალს ამერიკულ ბანკებში მე დაგიფარავო და რაც მთავარია მომავალი უზრუნველყოფილი გექნებაო... და ველოდები რო მეტყვის რო მისი დაწესებულებისთვის მინიმუმ 10 უფასო კონცერტი უნდა ვაჩუქო და ჰოიიი საოცრებაა რას მეუბნება!!! თან ნაგლი ცინიკური ტონით. მოკლედ ნუცოჩკა უნდა გაშორდე შენ მეუღლეს, ჩემ იგორთან ხელი მოაწერო და გავაკეთო ყველაფერი ის რასაც მიბრძანებს..... თურმე მის შვილს ბიზნეს პრობლემების გამო სჭირდება სასწრაფოდ ამერიკის მოქალაქეობა და თან ფიქტიურად კი არ უნდა გავყვე... რეალურად და დავიწყო მასთან ცხოვრება...

უცბად გამხსენდა ჩემი წარსული, როგორ მაცუმბუშებდნენ ტრაკ გასიებული მდიდარი ქალები და კაცები მოსკოვში.. და როგორც ნივთს ისე მებყრობოდნენ,მეც სხვა გზა არ მქონდა იმდენად რამდენადაც მჭირდებოდა ჩემ ხელოვნებაში დახმარება..ეს ყველაფერი დამიდგა თვალწინ, გამწარებული წამოვხტი და გამოვედი სასტუმროდან, არც დავემშვიდობე ქალბატონს.. მერე გზაში მოვდიოდი და ვფიქრობდი, ვერვიტან გამომძალველ და კიდევ უფრო გამდიდრებულ გონება დაკარგულ გაღორებულ ხალხს..მოკლედ ამჯერადაც ვარჩიე ნიუიორკის ვალები და დამოუკიდებლობა პირად მონობაში ყოფნას და უზრუნველყოფილ მომავალს...მაგრამ ბეჭდის დაბრუნება უპს.... დამავიწყდა... ზედმეტი ნერვიულობისგან...", - წერს შანშიაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს