"ტრანსგენდერი თოჯინის" ფოტომ "ფეისბუქში" დიდი აღშფოთება გამოიწვია - გამყიდველის კომენტარი

"ტრანსგენდერი თოჯინის" ფოტომ "ფეისბუქში" დიდი აღშფოთება გამოიწვია - გამყიდველის კომენტარი

სოციალურ ქსელში "ტრანსგენდერი თოჯინის" ფოტო გავრცელდა, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. "ყურადღებით იყავით!!! ეს უბედურება ბათუმშია შეძენილი!!!", - წერს ფოტოს ავტორი. ფოტოს უამრავი კომენტარი აქვს:

- თავზე უნდა გადაამტვრიო გამყიდველს.

- რომელმა ფაბრიკამ გამოუშვა, უნდა დახურო. სპეციალურად აკეთებენ დარწმუნებული ვარ. იდიოტები.

- ვაიმე, ეს ვიღაც ორსქესიანის გაკეთებულია. ესღა გვაკლდა კონჩიტა თოჯინები.

- რა მნიშვნელობა აქვს, საიდანაა შემოტანილი და ვის მიერაა ნაწარმოები, ფაქტია, ჩვენს პატარებთან ხვდება და ფსიქიკას უნადგურებს!

- კონჩიტა ამით ერთობოდა

- გაუგზავნეთ პარლამენტს

- ვისაც შემოაქვს ეს საქონელი გასაყიდად, ის არის დასაჭერი... ფულის გულისთვის ყველაფერს კადრულობენ

- ასე რყვნიან ბავშვებს.

- ასეთებს ნამდვილ ადამიანებს აპიარებენ დღედაღამ, ტელევიზიებში გვიტრიალებენ და ყოველთვის უნდა ველოდოთ უარესს, დროზე უნდა ავიმაღლოთ ხმაა

- მაღაზიის მეპატრონეს ძალიან კარგად ეცოდინებოდა რაც შეჰქონდა თავის მაღაზიაში. უნდა გადაამტვრიო თავზე და პასუხიც აგებინო. არა მგონია, რომ არ ისჯებოდეს. ეს თოჯინა პედოფილებთან ასოციაციას მიქმნის, რა უბედურებაა.

- ფუ, ესეც თქვენი ამერიკა და ევროპა.

- უბედურებაააა. ბავშვის ფსიქიკას თუ შეცვლიან, თორემ დიდებს ვერაფერი მოუხერხეს.

- ამის მყიდველიც მაგარი ავადმყოფი მგონია, რატომ უნდა მოგინდეს დედას, რომ შენს გოგონას უყიდო ესეთი თოჯინა ბიჭი ან გოგო.

მაღაზიაში მომუშავე პერსონალს geomediatv.ge-ს ჟურნალისტი გაესაუბრა.

"უკვე დაგვირეკეს ამ საკითხზე და მხოლოდ ამ ზარის მერე გავიგეთ ჩვენც. ეს თოჯინები დიდი ხანია შემოტანილი გვაქვს, სხვადასხვანაირი მოდელებია, ერთი გოგო თოჯინა და მეორე - ბიჭი. ადრეც გაიყიდა ამ პატრიიდან თოჯინები, მაგრამ არავინ მოსულა და არ უთქვამს, ეს რას ყიდითო, რადგან ისეთი თოჯინა, რა ფოტოც გავრცელდა არცერთი ცალი არ იყო. შეიძლება იყო, მაგრამ არავის დაუბრუნებია, თოჯინები ჩინეთის ქარხნიდან არის შემოტანილი, ჩვენ ხომ ვერ დავხსნით ყველას და ვერ ვნახავთ. ვიცი ვინც იყიდა ეს თოჯინა, მოსულიყო და ეთქვა - ასე რად უნდოდა აჟიოტაჟის ატეხვა, ეს ხომ საზოგადოების აგრესიას იწვევს და მე ვფიქრობ, რომ სწორედ აგრესიის და აჟიოტაჟის გამოწვევა უნდოდა.

კიდევ ერთხელ გიმეორებთ - ასეთ შემთხვევას ჯერ ადგილი არ ჰქონია, ჩვენს მაღაზიას ყველა იცნობს ბათუმში და ნდობითაც ვსარგებლობთ. როგორ უნდა დავსხნათ ამდენი სათამაშო და როგორ შევამოწმოთ?", - განაცხადა მაღაზიაში მომუშავე  ქალბატონმა.

"გამყიდველს მივმართე, რატომ არ ეკეთა პირბადე, რაზეც მეუზრდელა... დავრეკე პატრულში. აღმოჩნდა, რომ ვერ დააჯარიმებენ, რადგან მტკიცებულება არ აქვთ" - რას წერს "ფეისბუქმომხმარებელი"?

"ხომ წარმოგიდგენიათ, კოვიდპაციენტმა 4 კმ იარა ფეხით.. მე კი არ მეზარებოდა, უბრალოდ, თავი არ მქონდა" - რას ჰყვება ნოდიკო ტატიშვილი

"აქ სულ 4 ადამიანი ვართ, სახანძრო ვერ ამოდის, კვამლისგან თუ დავწყდით, იმედია, გვიპოვით" - ლატალში გაჩენილ ხანძარს ადგილობრივი გოგონები შიშველი ხელებით ებრძვიან