რას წერს იტალიაში გარდაცვლილი კარლო გოდოლაძის შესახებ ილიაუნის ადმინისტრაცია

რას წერს იტალიაში გარდაცვლილი კარლო გოდოლაძის შესახებ ილიაუნის ადმინისტრაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იტალიაში გარდაცვლილ კარლო გოდოლაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს კარლო გოდოლაძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო.

ჩვენს გუნდს გამოაკლდა ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალი და მეგობარი. კარლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორი და კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი იყო. წვლილი, რომელიც მან სამართლის სკოლისა და ცეტრის წარმატებულ მუშაობაში შეიტანა, ძალიან დიდია.

დიდხანს გაგვყვება მოგონებები, რომლებიც ყველას გვაკავშირებს კარლოსთან.

გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ მწუხარებას და სამძიმარს ვუცხადებთ კარლოს ოჯახს და მეგობრებს".

შეგახსენებთ, კარლო გოდოლაძე იტალიის ქალაქ პადუაში მაგისტრატურას გადიოდა. 26 წლის გოდოლაძე 10 დღის განმავლობაში დაკარგული იყო, მას 20 ნოემბრის შემდეგ ეძებდნენ.

წაიკითხეთ ასევე: ახალი დეტალები იტალიაში გარდაცვლილი ქართველი ახალგაზრდას შესახებ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს