"თქვენი მოტანილი ნივთებიდან" ... საჩუქარი პატარა ნიკუშას, რომელიც პეკინის კუთხეში ლიმონს ყიდის

"თქვენი მოტანილი ნივთებიდან" ... საჩუქარი პატარა ნიკუშას, რომელიც პეკინის კუთხეში ლიმონს ყიდის

აკა სინჯიკაშვილი, რომელმაც ქველმოქმედებისკენ სოციალური ქსელით მოუწოდა საზოგადოებას, ყოველდღიურად ახალ სიურპრიზებს აქვეყნებს. მის წამოწყებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეები აქტიურად ჩაებნენ სასიკეთო საქმეში და აი, მორიგი სიკეთის ფაქტი, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ.

"ბავშვობაში რაღაც რომ ძაან მინდოდა, ვოცნებობდი, აი ხომ შეიძლება ქუჩაში უცებ ვინმემ მანქანა გააჩეროს, გადმოვიდეს და მაჩუქოსთქო . მერე ვიფიქრე ასე არ ხდებათქო და აი თუ არ ხდება ))) <3

ნიკუშა პავლოვის და პეკინის კუთხეში ლიმონს ჰყიდის და ერთხელ მაინც გეყოლებათ ნანახი. თქვენი მოტანილი ნივთებიდან ველოსიპედი წამოვუღე და დანარჩენი ზუსტად ისე მოხდა როგორც პოსტის დასაწყისში წერია )))

ამწამს ნიკუშა როგორიც არის, მთელი ცხოვრება მასეთ ბედნიერებას გისურვებთ თქვენც და მეც,"- წერს აკა სინჯიკაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს