"შვილს გადაეფარა და ასე დაასრულა ცხოვრება" - რას წერს გიორგი უშიკიშვილი კახეთში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე

"შვილს გადაეფარა და ასე დაასრულა ცხოვრება" - რას წერს გიორგი უშიკიშვილი კახეთში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბოლქვში მომხდარ საზარელ მკვლელობას ფოლკლორულ ანსამბლ "ლაშარის" ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი პიროვნება, ანსამბლ "რიჰოს" და "ქალთიდის" სოლისტი ტრისტად პაკელიანია.

"ქართულ ფოლკლორს, სვანეთს დააკლდა შესანიშნავი პიროვნება, ანსამბლ "რიჰოს" და "ქალთიდის" სოლისტი ტრისტად პაკელიანი. დატრიალდა ძალიან დიდი ტრაგედია. კახეთში სტუმრად ყოფნის დროს ტყვიამ იმსხვერპლა. როგორც მითხრეს შვილს გადაეფარა და ასე დაასრულა ცხოვრება. ნათელში ამყოფოს ღმერთმა" - წერს უშიკიშვილი.

სოფელ ბოლკვში მკვლელობა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მაზლმა ცეცხლსასროლი იარაღით ორსული რძალი დაჭრა, რძლის მამა კი მოკლა. როგორც ცნობილია, მკვლელობას და დაჭრას წინ კონფლიქტი უძღოდა. ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს