17:00 / 05-12-2016
"თუ ვხედავ, რომ მხოლოდ ჩემი მღვდლობის გამო, პატრული არ მაჯარიმებს, უნდა გამოვაწერინო კუთვნილი ჯარიმა" - დეკანოზი თამაზ ლომიძე
გერმანიაში მოღვაწე დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იქცეოდეს მოქალაქე მღვდელი:

"როცა ახალგაზრდა და გამოუცდელი მღვდელი ვიყავი, ერთი ხანშიშესული მართლმადიდებელი კაცი მომესალმა და დააპირა ხელზე მმთხვეოდა. მისი მხცოვანი ასაკის გამო მეუხერხულა და ხელი უნებურად უკან წავიღე. მას გაეღიმა და თბილად მითხრა: ნუ გეშინია, მე შენ კი არ გემთხვევი, ამითი მე ქრისტეს მარჯვენას ვემთხვევი, რადგან მწამს, რომ შენი მღვდლობით მის მადლს ატარებო.

ასეა, პატივი ხშირად ხვდება მღვდელს. მაგრამ, თავის მხრივ მოქალაქე მღვდელი ასე უნდა ფიქრობდეს:

მე თუ ვიცი, რომ ბაზარში მღვდლის შესამოსლით შესული, ჩემი ჩაცმულობით ვაიძულებ გაჭირვებულ გამყიდველს, ფასი დამიკლოს, არ წავალ საყიდლებზე მღვდლის კაბით.

მე თუ ვვარაუდობ, რომ "პროფილაქტიკის" ხელოსანი მხოლოდ ჩემი წვერის და ჯვრის გამო, იძულებული გახდება საკუთარი მძიმე შრომის საფასური არ გამომართვას, სულაც არ გამოვჩნდები თვითონ და სხვას გავატან მანქანას შესაკეთებლად.

მე თუ ვხედავ, რომ მხოლოდ ჩემი მღვდლობის გამო, პატრული კანონს არღვევს და არ მაჯარიმებს იქ, სადაც სხვა ჩემს თანამოქალაქეს აუცილებლად დააჯარიმებდა, უნდა გამოვაწერინო კუთვნილი ჯარიმა. მძიმე
You must have Flash Player installed in order to see this player.
იქნება ჩემთვის და ამით გავირთულებ ცხოვრებას, მაგრამ მეცოდინება, რომ მართალი ვიყავი ღმერთის და ქვეყნის წინაშე.

როცა იუდეველთა გადასახადის-დიდრაქმის აკრეფის დრო მოვიდა, ქრისტესაც, როგორც ოჯახის პირველ შვილს, მიაკითხეს და მორიდებით შეუთვალეს: არ გადაიხდი გადასახადსო? ქრისტემ პეტრეს უთხრა: არ ეკუთვის ძეს ღვთისას ამის გადახდა, მაგრამ რათა არ დავაბრკოლოთ ადამიანები ამქვეყნად, წადი და გადაიხადე ჩემი და შენი სახელითო (მათე, თ. 17).

როცა სახელგანთქმულ სოკრატეს ათენის 500-კაციანმა სასამართლომ ყოვლად უსამართლოდ სიკვდილი მიუსაჯა, მისი გავლენიანი და მდიდარი მეგობრები მზად იყვნენ ციხიდან გაეპარებინათ და გადაერჩინათ იგი. სოკრატემ უარით გაისტუმრა და უთხრა: მე, როგორც მოქალაქეს ხელშეკრულება მაქვს ჩემს ქალაქთან, არასოდეს დამირღვევია კანონი და არც ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად დავარღვევ მასო.

მღვდლებსაც გვაქვს დაურღვეველი, მოქალაქის ხელშეკრულება ჩვენს ქალაქთან და ქვეყანასთან!".
ტეგები:
18:47 / 06-12-2016
ძალიან დიდი მადლობა მამაო ასე რომ აზროვნებთ და მოქმედებთ, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ მსგავსად არა მარტო მღვდელმსახურები იქცეოდნენ, არამედ მთავრობაც და მხედრობაც, უჩინონიც და საჩინონიც. ეგ ყველაფერი კი ძალიან ადრე, ერთმა ბრძენმა კაცმა იცოდა, ჯერ კიდევ ქრისტემდე, სახელად დიოგენემ. რამდენი გვაკლია ჩვენ, ქრისტეს შემდგომ ქრიატიანებს, ქრისტემდე ქრისტიანებამდე.
JHON
17:29 / 06-12-2016
რა თქმა უნდა, სიმართლეს ამბობს, მაგრამ თუ კარგად დაუკვირდებით, მაგ სიმართლეს ხიბლის სუნი უდის - ნახეთ, რა კარგად ვიქცევიო - ამას მისი მრევლი უნდა ამბობდეს, თავად კი არა.... ხოლო თუ მის პაპის ვიზიტთან დაკავშირებულ პოსტსაც წაიკითხავთ, გაცილებით უარესი სუნიც შეგაწუხებთ.....
მსქროლავი ტროლი
მსგავსი სიახლეები
"ამ ყველაფერს სიამოვნებით იყენებთ კათოლიკურ ევროპაში და კათოლიკე რომის პაპის 2 დღიანი ვიზიტი ვერ აგიტანიათ"
რადვილიშკისის ფესტივალს საკრებულოს თავჯდომარე დავით ლომიძე და გამგებლის თანაშემწე დაესწრნენ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
12:36 / 30-03-2017  Image მაია რჩეულიშვილმა გულის ოპერაციაზე უარი თქვა - რას ამბობს ლელა კილაძე დედამთილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
სასამართლომ არ გაითვალისწინა რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სასამრთლო პროცესები მაინც ჩანიშნა
15:12 / 30-03-2017  Image უგულავა არველაძეს: "ძალიან მაგარი ყ...ე ხარ, იყავი და ასეთად დარჩები... სადმე როცა გადამეყრები, ერთი "ნათლობის" პანჩურს ამოგცხებ"
ყოფილი და ამჟამინდელი "ნაციონალები" ვიზალიბერალიზაციის თემაზე ერთმანეთს "ფეისბუქში" დაუპირისპირდნენ
11:15 / 30-03-2017  Image ნიუ-იორკის პრესტიჟულ სასწავლებელში ნოტების გარეშე - ქართველი ვირტუოზის წარმატების ამბავი
"ნიუ სქულის" კომისიამ ნიკუშა მსოფლიოს 3000-ზე მეტი კონკურსანტიდან საუკეთესო თხუთმეტეულში მიიღო
16:25 / 30-03-2017  Image "ძალიან ბევრი მომხმარებელი გვწერდა თხოვნით, შემოგვეტანა ალუჩა" - "გუდვილის" ოფიციალური კომენტარი ხილის ფასზე
ფასის მიუხედავად შემოტანილი ალუჩა მთლიანად გაიყიდა
11:01 / 30-03-2017  Image როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1-2 აპრილს
31 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49