"მიშა ბოკერიას მოუგებს, მეგისი დაბრუნდება და შენ ჭკვიანად იყავიო" - ვის ემუქრება მეგის ქარდავას ნათესავი და რას წერს ჩერგოლეიშვილი

"მიშა ბოკერიას მოუგებს, მეგისი დაბრუნდება და შენ ჭკვიანად იყავიო" - ვის ემუქრება მეგის ქარდავას ნათესავი და რას წერს ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ნათესავის მხრიდან დეპუტატ ლელა ქებურიას მისამართით მუქარის შემცველ შეტყობინებებს ავრცელებს:

"აი ეს ხალხი და ამათი მოკავშირეები ცდილობენ ენმ-ის მართვის სადავეების ჩაგდებას.

ენმ-ის დეპუტატ ლელა ქებურიას ემუქრება მეგიზ ქარდავას ნათესავი, ვინმე ნიკა ლოგუა, მიშა ბოკერიას მოუგებს, მეგისი დაბრუნდება და შენ ჭკვიანად იყავიო.

ამას გარდა, დაემუქრნენ მის ქმარსაც - დაურეკეს და ეუბნებოდნენ რომ "მიშა ბოკერიას მოუგებს", რომ მეგისი დაბრუნდება და ლელა ჭკვიანად იყოს.

ლელას მეუღლეს ორი თვის წინ სტენტი ჩაუდგეს.

ლელა ქებურიასთვის გაგზავნილი მუქარის წერილის შინაარსის შემცველი პოსტი უდევს ბ-ნ ნიკა ლოგუას საკუთარი ფეისბუქის გვერდზე - 23 ნოემბერსაც იგივე აწუხებდა.

პროფილის მთავარი ფოტოც მრავლისმეტყველია.

ჰოდა აი ამ ყველაფრის ფონზე სააკაშვილის ბიბლიოთეკის თანამშრომლის, ქ-ნი ლანა ღვინჯილიას პირველი რეაქცია ისაა, რომ ქ-ნ ლელას ტელეფონზე რუსული ფონტი აქვს.

ხოლო ქალბატონი ნათია ჭკუასელი მყარ ვარაუდს გამოთქვამს, რომ ლელამ ეს ამბავი თვითონ შეთხზა, რომ თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს.

ეს ორი ქალბატონი გამოვყავი - როგორც ყველაზე რაფინირებულები, მათ შორის".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს