როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" შიშველი ბიჭის ფოტოსა და სვანების ვიდეოს

როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" შიშველი ბიჭის ფოტოსა და სვანების ვიდეოს

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა სვანეთში გადაღებული შიშველი მამაკაცის ფოტო. გუშინ კი გავრცელდა ვიდეო, სადაც ბიჭი ბოდიშს იხდის. ამბავს სოციალურ ქსელებში აქტიური გამოხმაურება მოყვა:

თინა მახარაძე:

ის ბიჭი, რომელსაც "აღიარებითი ჩვენება" მიაცემინეს არის კლასიკური ძალადობის მსხვერპლი და მოძალადე უნდა დაისაჯოს თითოეულ იმ ადამიანთან ერთად, რომელმაც ძალადობის ეს აქტი განახორციელა.

და თუ ამ ტიპისა და მისი თანამეინახეების წინააღმდეგ არ იქნება შესაბამისი ზომები მიღებული (რაც ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ მათი დაუსჯელობის სინდრომი გაქარწყლდეს, შემდგომში თვალებახვეულ ადამიანებს თავები არ წააცალონ და სხვა მათნაირი გონებაჩლუნგი აგრესორებისთვის მაგალითები არ იყვნენ), მე პირადად, ჩემს ბევრ მეგობართან ერთად, მივმართავ პარტიზანული სიშიშვლის აქციას და გავიხდი ყველგან, სადაც მსგავს ტიპებს თავიანთი ულვაშის ლუსკუმები ელანდებათ'.

სანდრო თარხან მოურავი:

ადამიანი, რომელსაც არ ესმის, რომ "არ მომწონს" (საქციელი, ტიპი, პრიჩოსკა) არაა საკმარისი მიზეზი, ვინმეს შეეხო და ეკაჩავო, არის ველური, როვნების და რელიგიის მიუხედავად. ველურის ძალადობა სხვაზე უნდა აღკვეთოს სახელმწიფომ. თუ სახელმწიფო ამას არ აკეთებს, ე.ი. მთელი სახელმწიფო ველურია.

ნიკა გვარამია:

ჩვეულებრივი ISIS. უბრალოდ, თავებს არ აჭრიან. ჯერ.

სრული სოლიდარობა შიშველ ბიჭს სვანეთიდან.

მსგავს ფორმაში რომ ვიყო, უფრო შორსაც წავიდოდი ჩემი სოლიდარობის გამოხატვაში - ზუსტად იქვე გადავიღებდი ფოტოს და გამოვაქვეყნებდი

p.s. ხელი ამეფარებინა თუ არა, მაგაზეც დავფიქრდებოდი ამ იდიოტების ჯინაზე.

სოფო ნიჟარაძე:

მე მაინც ჩემსას ვიტყვი, მგონია, რომ მეგობრებმა გაითამაშეს სცენა, ბოლო კადრი იმდენად არარეალურია, რომ არ მჯერა.

ნანუკა ჟორჟოლიანი:

წასულიყო გურიაში. იცინებდნენ მასპინძლები და ყველაზე ბევრი, შე, აბდალოო დაუძახებდნენ.

ოთო კახიძე:

სისხლის სამართლის კოდექსი - მუხლი 150. იძულება

ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება,

ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ვადით.

პოლიციამ უნდა დაიწყოს გამოძიება, დაკითხოს სავარაუდო დაზარალებული, თუ მან დაადასტურა იძულება ან მუქარა, მერე დაკითხონ ის ახალგაზრდები და მისცენ პასუხისგებაში.

ვიღაცეების ადათ-წესები და ტრადიციები არ დგას კონსტიტუციასა და კანონებზე მაღლა.

ეს სახელმწიფოა და არა თემური წყობილება.

გოგა ხაჩიძე:

ვიღაც-ვიღაცეები ზაფხულობით კუს ტბაზე რომ დადიხართ;

რომ იხდით და ბანაობთ;

კარგად მიიხედ-მოიხედეთ, შემთხვევით სადმე სვანური კოშკი ხომ არაა...

მოგიწევთ ბოდიშის მოხდა.

მაია დარსმელიძე:

სუ სხვის ტრ**ზე რომ გენთებათ, ერთხელ ოკუპირებულ ტერიტორიებზეც აგენთოთ, რა მოხდება?

დავით ზურაბიშვილი:

სვანეთში შიშველი კაცის ფოტოსა და ბოდიშის მოხდის ამბავზედ მოგახსენებთ.

ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა თუ კანონს არ არღვევს და არავიზე არ ძალადობს, რანაირი ფოტოც უნდა ისეთი გადაიღოს საკუთარ საცხოვრებელში და საჯაროდ გამოფინოს. გინდ შიშველი პოზირებდეს, გინდ ტიტველი და გინდ წურბელებით კისერზე

ასევე ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა შეაფასოს ეს ფოტო: ან მოიწონოს,ან დაიწუნოს, ან დაიწუწუნოს, ან გაიცინოს ან სულაც აღშფოთდეს და შეშფოთდეს, გადაგვარების გზაზეა ქართველობაო. ფოტოს გამოფენა თუ იმის ნებაა, ჩვენი ნებაა მისი შეფასება.

მაგრამ სახელმწიფოს, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უფლება კი არა და მოვალეობაა დაუყონებლივ აღძრას საქმე და დაიწყოს გამოძიება, როდესაც ჩნდება ვიდეო, სადაც ორი ჯეელი ბოდიშს ახდევინებს ადამიანს მის მიერ გადაღებული ფოტოს პეიზაჟური ფონის გამო. აქაოდა სიწმინდეების შეურაცხყოფა აწი არავის ეპატიება და თუ ვინმე მსგავს უმსგავსობას გაიმეორებს, მას სხვანაირად დაველაპარაკებითო, რადგან წინაპართა ადათ-წესები კანონსა და კონსტიტუციაზე მაღლა დგასო. ამ დროს საქმის აღძვრას არანაირი დაზარალებულის ჩივილი არ ჭირდება, მით უმეტეს როცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ფოტოს გადამღები ახალგაზრდა დაშინებული და დაშანტაჟებულია.

და როცა სახელმწიფო ამას არ აკეთებს, არ აღძრავს საქმეს, არ იბარებს დაკითხვაზე იმ ხალხს და საერთოდ არანაირად არ რეაგირებს, ეს უბრალოდ უტვინობა კი არ არის (თუმცა, არც უმაგისობაა), არამედ ძალადობის პირდაპირი წახალისება. ამით სახელმწიფო ეუბნება მოძალადეებს, თუ ისე დააშინებთ ვინმეს, რომ ის არ იჩივლებს, რაც გინდათ ის გიქნიათო. მთავარია დაშინება ეროვნული სიწმინდის დაცვის ეგიდით მოხდეს

სწორედ ესაა ამ ამბავში რეალურად შემაშფოთებელი, როდესაც სახელმწიფო უწყება კრიმინალის მხარდამჭერი ხდება და არა თავად იმ მარაზმატული ფოტოს გამო კიდევ უფრო მარაზმატული ვიდეომობოდიშება.

წაიკითხეთ ასევე: მამაკაცს, რომელიც სვანური კოშკების ფონზე შიშველი პოზირებდა, სვანებმა ბოდიში მოახდევინეს

"ხეთაგუროვის ქუჩაზე ტურისტის დაჭრის ფაქტს გუშინ განვითარებულ მოვლენებთან ხელოვნურად აკავშირებენ" - რას წერს შსს-ს სტრატკომის უფროსი "ფეისბუქზე"?

"საქართველოში არ ვარ... უცხოელ მეგობრებს ჩვენს ქვეყანაზე ვუყვები და თან ვდარდობ, არ ნახონ, როგორ ვუხეთქავთ თავს ჩვენიანს და სტუმარს" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე?

"ეს ის ქალია, რომელიც წლები დაბმული ყავდათ, ძალადობდნენ, აჩენინებდნენ შვილებს და უყიდიდნენ! დამტვრეული აქვს ხელები, ფეხები..." - რას წერს თამუნა მუსერიძე