"მიყვარხარ! მენატრები!" - რას წერს სოფო ნიჟარაძე "ყოფილ რუს მეუღლეს"

"მიყვარხარ! მენატრები!" - რას წერს სოფო ნიჟარაძე "ყოფილ რუს მეუღლეს"

მომღერალი სოფო ნიჟარაძე რუს კოლეგა ან­დრეი ალექ­სან­დრინ­ს "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაბადების დღეს თბილი სიტყვებით ულოცავს:

"გირეკავ viber-ზე, ვერ გიკავშირდები. დაბადების დღეს გილოცავ, საყვარელო! მიყვარხარ, ლამაზი, მოხდენილი, კრეატიული... მინდა, რომ მუდამ ასეთად დარჩე! მინდა, რომ ბედნიერი, საყვარელი და ჯანმრთელი იყო... დიდ წარმატებებს გისურვებ... მიყვარხარ! მენატრები!" - წერს სოფო ნიჟარაძე.

შეგახსენებთ, წლების წინ ჭორები ვრცელდებოდა, რომ სო­ფო ნი­ჟა­რა­ძე ყო­ფილ პარ­ტნი­ორ ან­დრეი ალექ­სან­დრინ­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. სწო­რედ ან­დრე­ის­თან ერ­თად თა­მა­შობ­და სო­ფო "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა­ში", რო­მე­ლიც წა­რ­­მა­ტე­ბუ­ლი მი­­უ­ზიკ­ლი იყო დი­დი თე­ატ­რის სცე­ნა­ზე. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სო­ფო თბი­ლის­ში გა­ი­ზარ­და, შემ­დეგ კი მოს­კოვ­ში წა­ვი­და სას­წავ­ლებ­ლად, სა­დაც რუ­სე­თის თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის აკა­დე­მია და­ამ­თავ­რა და არა­ერთ წარ­მა­ტე­ბულ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. 2008 წელს კი დე­დას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და.

რო­ცა მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვრცელ­დე­ბო­და ხმე­ბი, რომ მას­ზე ჰო­კე­ის­ტი პა­ველ ბუ­რე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა მა­თი და­ო­ჯა­ხე­ბა არ შედ­გა. ინ­ფორ­მა­ცია ნი­ჟა­რა­ძის ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლე­ნო­ვან სა­ი­ტებ­სა და ინ­ტერ­ნეტ­ფო­რუ­მებ­ზე გა­და­ვა­მოწ­მეთ. რო­გორც სა­ი­ტებ­ზე წე­რენ, მან და ან­დრეი ალექ­სან­დრინ­მა 2007 წელს იქორ­წი­ნეს. "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა და­ქორ­წინ­დნენ, "- სტა­ტი­ებს ამ სა­თა­უ­რით არა­ერთ რუ­სულ სა­იტ­ზე წა­აწყ­დე­ბით, რო­მე­ლიც 2007 წლით არის და­თა­რი­ღე­ბუ­ლი. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი წე­რენ, რომ ქორ­წი­ლი "კარ­მა ბარ­ში" გა­და­ი­ხა­დეს, სა­დაც ახალ­გაზ­რდა წყვილ­მა მე­გობ­რე­ბი მი­იწ­ვია და მათ ახა­ლი პრო­ექ­ტი just married წა­რად­გი­ნეს. ჟურ­ნა­ლის­ტი წერს, რომ ეს პრო­ექ­ტი კი­დევ ერ­თი მი­ზე­ზი გახ­და რო­მე­ოს და ჯუ­ლი­ე­ტას რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში და­ქორ­წი­ნე­ბი­სა, თუმ­ცა ისი­ნი მა­ლე­ვე და­შორ­დნენ ერ­თმა­ნეთს და მე­გობ­რე­ბად დარ­ჩნენ. ერ­თ-ერ­თი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ფო­რუმ­ზე ან­დრეი ალექ­სან­დრი­ნის სიტყ­ვებ­საც წერს: "მე უკ­ვე რო­მე­ო-­ვე­ტე­რა­ნი ვარ. ამ როლს ვთა­მა­შობ 2004 წლი­დან. მე ოთხი პარ­ტნი­ო­რი-­ჯუ­ლი­ე­ტა მყავ­და. მე და სო­ფო ნი­ჟა­რა­ძე დავ­ქორ­წინ­დით. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი არ აღ­მოჩ­ნდა სა­მუ­და­მო, რო­გორც შექ­სპი­რის გმი­რე­ბის. გა­სულ წელს გა­ვი­ყა­რეთ, თუმ­ცა დღემ­დე ვმე­გობ­რობთ".

წაიკითხეთ: რა კომენტარი გააკეთა ან­დრეი ალექ­სან­დრინმა "ამბები.გე"-ს ჟურნალისტთან სოფო ნიჟარაძის შესახებ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს